Digest Logo

აგვისტოს პროგნოზი სექტორების მიხედვით ფენშუის სპეციალისტისგან

1786301796
ფენშუი  ფენშუი

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სად მდებარეობს შესასვლელი კარი, საწოლები, ღუმელი, სამუშაო მაგიდა.

მოხვდნენ თუ არა ისინი მოცემულ სექტორებში? თუ სექტორი კარგია - გაგიმართლათ.

მფრინავ ვარსკვლავებს საცხოვრებელ სივრცეში განვიხილავთ შემოსასვლელი კარიდან გაზომვის შესაბამისად (ვისაც აღნიშნული გაზომვები არ გაქვთ გაკეთებული, მარტივი ვარიანტია გაზომოთ ბინის ცენტრიდან კომპასით).

ჩრდილო-დასავლეთი

სექტორში ენერგეტიკულმა გავლენამ შესაძლოა საქმეთა მიმდინარეობა შეანელოს. გაყიდვები უფრო დუნედ წარიმართება, კლიენტებისგან პასუხის მიღება გაჭიანურდება, გადაწყვეტილებების მიღებას კი ჩვეულზე მეტი დრო დასჭირდება. თუმცა, ნერვიულობა საჭირო არ არის. ზოგჯერ პროცესების ხელოვნურად დაჩქარებას მოთმინების გამოჩენა ჯობია.

ამ სექტორის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ შესაძლოა კონფლიქტები სრულიად მოულოდნელად წარმოიშვას. ამიტომ, სცადეთ ასეთი რამ: ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე საპასუხო რეაქცია გქონდეთ, ჯერ ყურადღებით მოუსმინეთ თანამოსაუბრეს. ხშირად კამათს თავიდან ასაცილებლად ესეც საკმარისია.
ეს სექტორი ასევე შეგვახსენებს ყურადღება მივაქციოთ ღვიძლის ჯანმრთელობას. თუ კვების რაციონის გადახედვას, ან ორგანიზმზე დატვირთვის შემცირებას გეგმავდით, ამისთვის ახლა საუკეთესო დროა.

დასავლეთი

ამ თვეში განსაკუთრებით სახიფათო არ არის, თუმცა სიფრთხილე ნამდვილად არ გაწყენდათ. მთავარი თემები ფინანსები და ემოციებია. შესაძლოა, მოულოდნელად გაგიტაცოთ ახალმა ჰობიმ, სასწავლო კურსმა, ან საინტერესო პროექტმა თან ისე, ვერც კი შეამჩნიოთ, რომ დაგეგმილ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გადააჭარბეთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ საბანკო აპლიკაციას ჩვეულებრივზე უფრო ხშირად შეამოწმებთ.

ამ პერიოდის კიდევ ერთი ასპექტი რომანტიკულ ცდუნებებს უკავშირდება. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ და ვინმე მოულოდნელად განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს თქვენ მიმართ, ნუ იჩქარებთ ამის ბედისწერის ნიშნად მიჩნევას. დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ მიმდინარე თვის ენერგეტიკის გავლენაა. ასეთი ისტორიები იშვიათად მთავრდება ისევე ლამაზად, როგორც დაიწყო.

ჩრდილო-აღმოსავლეთი

სექტორს შეუძლია გაზარდოს დაზიანებების, ფინანსური დანაკარგების, უბედური შემთხვევების და ქრონიკული დაავადებების უეცარი გამწვავების ალბათობა. თუ მას აქტიურად იყენებთ, ახლა სარისკო ინვესტიციების, აზარტული თამაშების, მსხვილი შესყიდვების, ან მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად საუკეთესო დრო არ არის.
კორექციისთვის კარზე ლითონის ზარი ჩამოკიდეთ, დადგით ჭურჭელი მარილიანი წყლით (წყალი+მარილი+მონეტები). საუკეთესოა თუ ლითონის მძიმე ნივთს მოათავსებთ.

აქ მთავარი წესი ძალიან მარტივია: შეინარჩუნეთ სიმშვიდე. რაც უფრო ნაკლებ მკვეთრ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მით მშვიდად ჩაივლის აგვისტო.

სამხრეთი

სახლის რთულ არეალად რჩება. მას შეუძლია კონფლიქტების გამწვავება, ფინანსური დანაკარგების, ან სხვადასხვა უსიამოვნო სიტუაციების გამოწვევა. განსაკუთრებით ფრთხილად ფულთან მიმართებაში გმართებთ: არ გაასესხოთ დიდი თანხები, მოერიდეთ საეჭვო შეთავაზებებს და არასაჭირო რისკებს.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ყურადღება მიაქციეთ თავს. თუ თქვენი სხეული დიდი ხანია მიგანიშნებთ, რომ დროა უკეთ იზრუნოთ საკუთარ თავზე, უმჯობესია აღარ გადადოთ.

კორექციისთვის, კარზე ლითონის ზარი ჩამოკიდეთ, ხოლო ოთახში ლითონის მძიმე საგანი, ან ფენშუი ხსნარი მოათავსეთ.

ჩრდილოეთი

ეს სექტორი ნამდვილ გამძლეობის გამოცდად იქცევა. ემოციურ ფონზე ნათქვამმა უბრალო ფრაზამაც კი შეიძლება მოულოდნელად სერიოზულ კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. ამიტომ, ამ თვის მთავარი რჩევაა: ისაუბრეთ ჩვეულზე ოდნავ ნელა და პასუხის გაცემამდე რამდენიმე წამით მეტ ხანს დაფიქრდით. უმჯობესია რთული საუბრები სხვა დროისთვის გადადოთ, რათა მოგვიანებით შედეგებთან გამკლავება არ მოგიწიოთ.

ჯანმრთელობის კუთხით, ყურადღება მიაქციეთ ყელს, სასუნთქ სისტემას, კანსა და თავს. თუ ამ სექტორში შემოსასვლელი კარი, მის სიახლოვეს მარილიანი ხსნარი მოათავსეთ (დიდი ჭურჭელი წყლითა და დიდი რაოდენობით მარილით). ეს დაძაბული ენერგიის შერბილებაში დაგეხმარებათ.

სამხრეთ-დასავლეთი

რამდენიმე რთული თვის შემდეგ ვითარება საბოლოოდ უმჯობესდება. აქ დადებითი ცვლილებების მიღწევა სავსებით რეალურია. თუ ცხოვრებაში ეტაპობრივი ცვლილებების შეტანას გეგმავდით, ახლა ამის დასაწყებად საუკეთესო დროა. ენერგიები ხელს უწყობს მშვიდად, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე წახვიდეთ წინ. ყველაფერს, რასაც ახლა მიაღწევთ, დიდი შანსი აქვს, ხანგრძლივი შედეგი მოიტანოს.
ამავდროულად, არ დაივიწყოთ ჯანმრთელობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყელს, სასუნთქ სისტემასა და იმუნიტეტს. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში ცხელია, მაგრამ კონდიციონერთან გაციებაც მარტივია.

აღმოსავლეთი

ამ თვეში უდავო ლიდერია. ის ფაქტობრივად გვკვებავს ზრდის ენერგიით. აქ უფრო ადვილია ახალი პროექტების წამოწყება, ბიზნესის პოპულარიზება, მოლაპარაკებების გამართვა და ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებსაც მომავალში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. ეს სექტორი ასევე შესანიშნავია საზოგადოებაში საკუთარი ცნობადობის გასაზრდელად. თუ მუშაობთ პირად ბრენდზე, აწარმოებთ ბლოგს, ყიდით მომსახურებას, ან ამზადებთ პრეზენტაციას, ეს სახლში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

ასევე მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები ურთიერთობებში. ახალი კავშირები უფრო ადვილად მყარდება, ძველი კონფლიქტები კი შესაძლოა მოულოდნელად შერიგებით დასრულდეს.

თუ გაქვთ შესაძლებლობა აქ იმუშაოთ, დაიძინოთ, აუცილებლად გამოიყენეთ.

სამხრეთ-აღმოსავლეთი

ძალიან სასიამოვნო სექტორია! თუ ცვლილებებს, ახალ ნაცნობობასა და საინტერესო საუბრებს ეძებთ, ან უბრალოდ გსურთ იგრძნოთ, რომ ცხოვრება ისევ ამოძრავდა, ხშირად გამოიყენეთ ეს სექტორი. ის განსაკუთრებით ხელსაყრელია მოლაპარაკებებისთვის, პრეზენტაციებისთვის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, კლიენტების მოზიდვისა და ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის. თუ ვინმესთან საერთო ენის გამონახვა გიჭირდათ, აგვისტომ შესაძლოა მოულოდნელად გაუგებრობების აღმოფხვრასა და გადაუჭრელი საკითხების მოგვარებაში შეგიწყოთ ხელი.

აქაური ენერგია ასევე ხელს უწყობს ახალ ურთიერთობებს, ოჯახური კავშირების განმტკიცებასა და ორსულობის დაგეგმვას.

გარდა ამისა, სწორედ აქ შეიძლება დაიბადოს ისეთი იდეების, რომლებსაც მოგვიანებით კარგ შემოსავლის მოიტანს. ნუ იჩქარებთ მათ უარყოფას, მაშინაც კი, თუ თავდაპირველად ზედმეტად მარტივად მოგეჩვენებათ.

ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან ვეღარ გამოვიდა“ - მდინარე სქურში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

„შეჩერდი გზაგასაყარზე და გადახეხე გასულ ციკლს...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

„რა საყვარელი ხარ...“ - ლიზა ყენია ახალ ფოტოებს გვიზიარებს