Digest Logo

„დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან ვეღარ გამოვიდა“ - მდინარე სქურში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

1786299427
სოფელი სქური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში, მდინარეში 44 წლამდე კაცს ეძებენ. 

როგორც ჟურნალისტი ბერდია კალანდია წერს, მან დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, მაგრამ თავად ძლიერმა დინებამ წაიღო.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან:

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ წუთებში სამაშველო სამსახური ეძებს.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე წყალი მოულოდნელად და დიდი სისწრაფით მოვარდა.

ახალგაზრდა კაცმა დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან ვეღარ გამოვიდა და წყალმა გაიტაცა.

ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია“, - წერს ბერდია კალანდია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეჩერდი გზაგასაყარზე და გადახეხე გასულ ციკლს...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

„რა საყვარელი ხარ...“ - ლიზა ყენია ახალ ფოტოებს გვიზიარებს

დაბნელებების სეზონი - როგორ მუშაობს დაბნელება ასტროლოგიაში?