ადამიანად ყოფნის ინსტრუმენტად აღქმა არ გვავნებს.
ყველა ქმედება, სულიერებასთან არის დაკავშირებული და კარგია თუ მათ სარგებლიანობას დავაკვირდებით.
1) თუ გრძნობ, რომ ცუდად ხარ - დაიწყე წმენდა იატაკის, ხელთათმანების გარეშე.
გონებას ხანდახან სჭირდება მხოლოდ სხეულზე ორიენტირება, ჩაშვება და კონტრაქციის გადატანა საკუთარ შესაძლებლობებზე.
აღიქვამ მტვერს, სიბინძურეს, წყლის შეხებას, ძალისმიერ მოქმედებას და ამ ყველაფრის გაკონტროლებას იწყებ.
ეს არ არის მხოლოდ დასუფთავების აქტი, ამას დამიწების ტექნიკებში შევიყვანდი მე.
სანამ მხოლოდ თავში (აზრებში) ცხოვრობ, მაღალია გაღიზიანებადობა, მაგრამ ტილოსთან ერთად შენ უკვე აქ და ახლა ხარ მოქმედებაში.
2) მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სანამ მიიღებ - გამოიძინე კარგად სამი ღამე.
მოკლედ, რომ ავხსნა.
პირველ დღეს ემოციას მიჰყავხარ გადაწყვეტილებამდე, მეორე დღეს უკვე შიშები იწყებენ ფორმის მიღებას და მესამე დღეს ირთვება საღი აზრი (შეჯამების გადააზრებას იწყებ).
რომ ავირიდოთ, სინანული, ძალიან კარგი დაკვირვებაა. სიბრძნე ყოველთვის იმპულსსა და მოქმედებას შორის პაუზებშია.
3) როდესაც რაღაც არ გამოგდის - უბრალოდ შეწვი ნებისმიერი რამ ( საკვები) თუნდაც არ იყო მშიერი.
ხმა, სურნელი, სითბო - გონებას სიცოცხლის შეგრძნების საშუალება ეძლევა. ტვინი უსაფრთხოების განცდის ხარჯზე იწყებს დამშვიდებას ფსიქიკის (თუ გიჭირს მედიტაცია საუკეთესო საშუალებაა საკუთარ თავში დასაბრუნებლად).
4) თუ ყველაფერი გაღიზიანებს - გადი გარეთ და იარე( არ ისეირნო, იარე). პირდაპირ და ყოველგვარი ტელეფონის, მუსიკის, თანმხლების გარეშე.
ბრაზი რეალურად ძალიან ძლიერი მუხტის მატარებელი ემოციაა, ეს არის ძალა რომელიც, უნდა განიმუხტოს, განცდილ იქნეს. არ შეიძლება მისი დათრგუნვა.
რაც უფრო სწრაფი ნაბიჯით ივლი, უფრო სწრაფად დატოვებს ის შენს სხეულს და აირიდებ კამათს, ჩხუბს, იმპულსურ მავნე მოქმედებებს.
ასევე დაგაინტერესებთ: