28 აგვისტოს თევზების ნიშანში ნაწილობრივი მთვარის დაბნელება იქნება. ასტროლოგიურად, დაბნელების პიკი დაახლოებით თევზების 4°50′-ზე მოდის, ხოლო მის საპირისპიროდ მზე ქალწულის იმავე გრადუსზე იქნება.
დაბნელებების დერეფნის კულმინაციასა და მოსალოდნელ ცვლილებებზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი მედეა დოლიძე საუბრობს:
„ამ დღეებში საბოლოო წერტილი დაესმება ბევრ ურთიერთობას, ბევრი დატოვებს სამსახურს, ზოგი შესაძლოა საყვარელ ადამიანს დაემშვიდობოს, ზოგისთვის კი ემიგრაციის საკითხი გახდეს აქტუალური.
ჩვენ ვუახლოვდებით დაბნელებების დერეფნის კულმინაციას, რომელიც 28 აგვისტოს თევზების ნიშანში მოსალოდნელი მთვარის დაბნელებით დასრულდება.
ეს შეიძლება გახდეს საბოლოო წერტილი მრავალი გაჭიანურებული ისტორიისთვის, ეს არის დრო, როდესაც ფარული ხდება აშკარა, ხოლო ემოციური დაძაბულობა პიკს აღწევს.
მთვარის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა, როდესაც დედამიწა ზუსტად მზესა და მთვარეს შორის ექცევა და თავისი ჩრდილით მთვარეს ფარავს. ასტროლოგიურად კი ეს მაქსიმალური სიმძლავრის სავსემთვარეობაა, რომელიც სიმბოლურად კულმინაციასა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ციკლების დასრულებას უკავშირდება.
თუ მზის დაბნელება ახალ ეტაპებსა და პროცესებს უყრის საფუძველს, მთვარის დაბნელება საბოლოო წერტილების დასმის დროა. ის გვაიძულებს შევაჯამოთ განვლილი გზა და ღრმა შინაგანი ტრანსფორმაცია გავიაროთ.
ნატალურ რუკაში თევზების ენერგია და მეთორმეტე სახლი დაკავშირებულია იმ სფეროებთან, რომელიც ხშირად უხილავია და ქვეცნობიერში მიმდინარეობს, როგორიცაა საიდუმლო, მოტივები, ინტუიცია, შიშები, სიზმრები...
ამასთანავე ის ჩვენს სულიერებასაც წარმოადგენს, კარმულ ვალებს, თანაგრძნობას, შემოქმედებას და იზოლაციას“, - ამბობს მედეა დოლიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: