Digest Logo

🎥 „აიღეთ კვერცხი, ხელში გაათბეთ და ტყეში წაიღეთ...“ - როდის არის ასტროლოგიური ახალი წელი და რა რიტუალები უნდა შევასრულოთ ამ დღეს? ანზორ ოდიშარიას რჩევები

1742191246
ანზორ ოდიშარი

ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია სტუმრად გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო იმყოფებოდა, სადაც მარტის მნიშვნელოვან თარიღებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა 20 მარტს ასტროლოგიური ახალი წელი გვაქვს, შესაბამისად აუცილებელია გარკვეული რიტუალების შესრულება, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგვეხმარება:

„ავიღოთ ფურცელი, სადაც მზის ფორმის წრე უნდა დავხატოთ. წრის შუაში უნდა ჩავწეროთ სურვილები და მიზნები, კონცენტრირებულად და სწორად. მაგალითად, ასე: მე ამ ერთი წლის განმავლობაში მზად ვარ და მსურს მივიღო კარიერული წინსვლა, ან შევიძინო ახალი საცხოვრებელი ადგილი, ვნახო მეორე ნახევარი.

სასურველია თითო მზეზე თითო სურვილი ჩაიწეროს და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი განთავსება, სადაც ვაგროვებთ სურვილებს. თუ არ გაქვთ სურვილების შესანახი ყუთი აუცილებლად გააკეთეთ. სიმბოლურად ძალიან კარგია.

რას აკეთებდნენ ამ დღეს ჩვენი წინაპრები? 

ხდებოდა კვერცხის მოხატვა, საღებავებით სიმბოლოებით და სურვილებით. ამ ინფორმაციას საჩუქრად აძლევდნენ მიწას. შეგიძლიათ თქვენც გააკეთოთ. აიღოთ კვერცხი, ხელში გაათბოთ, მოხატოთ და წაიღოთ სადმე ტყეში. ძლიერი ენერგეტიკული რიტუალია. 

მნიშვნელოვანია წინასააღდგომოდ კარად მოვემზადოთ, მოვაშოროთ ძველი ნივთები და გენერალურად დავალაგოთ. ასევე მნიშვნელოვანია შევცვალოთ შუშის ნივთები და ფარდების გამოცვლა. ჩვენთან ოჯახში ბევრი კვერცხის კოლექცია გვაქვს. განსაკუთრებულად ვეპყრობით ბატის კვერცხს. 

თუ პარტნიორულ ურთიერთობაში არეული ხართ, კარგად მოქცევის შემთხვევაში ენერგეტიკა ტრანსფორმირდება და კარგი გაგრძელება ექნება“, - ჰყვება ანზორ ოდიშარია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება...“ - 17 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ამინდი მკვეთრად გაუარესდება - 112-ი საზოგადოებას აფრთხილებს

⭕ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ კონკურენტი „მარსელი“ დაამარცხა