
2025 წლის 7 ოქტომბერს, სავსემთვარეობა ვერძის ნიშანში გველის. ის ექვსთვიან ციკლს დაასრულებს, რომელიც 29 მაისს ვერძში მომხდარი მზის დაბნელებით დაიწყო. ყველაფერი, რასაც მაშინ საფუძველი ჩაუყარეთ, ახლა უკიდურეს წერტილს მიაღწევს. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი ძალისხმევის ნაყოფი მოიმკას, სხვები კი მიხვდებიან, რომ დროა, მიმართულება შეცვალონ.
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში 7 ოქტომბერს ფულის ენერგიის გასააქტიურებელ პრაქტიკას გვიზიარებს:
„ფულის ენერგიის გააქტიურება და ხალი მატერიალური ციკლის დასაწყისი. 7 ოქტომბერი, სავსემთვარე ვერძში.
პრაქტიკა, რომელიც გამოგადგებათ:
აიღეთ მონეტები, დაჯექით მშვიდ ადგილას, აიღეთ თეთრი ან ოქროსფერი სანთელი, დაანთეთ და იფიქრეთ ფინანსებზე, როგორ მოდის თავისუფლად და მარტივად ფინანსები თქვენს ცხოვრებაში.
წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: მე ვხსნი ჩემს ცხოვრებაში ფულის, ბარაქისა და ღირსეული შემოსავლის ახალ არხებს“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვღელავ, ხომ არ წავიდე სახლში სანამ დრო მაქვს?“ - ლინდა ადამია „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იქნება