21 ივნისის რიტუალი
ენერგეტიკის განახლების, სიუხვის მოზიდვისა და შინაგანი ჰარმონიის მისაღწევად ერთ-ერთ მეთოდად ფენ-შუის წესებით სახლის გაწმენდაც ითვლება.
ხვალ ამ რიტუალს განსაკუთრებული ძალა ექნება, რადგან ასეთი დღე წელიწადში მხოლოდ ერთია
ამისთვის დაგჭირდებათ სრული სიჩუმე და დაახლოებით 2-3 საათი.
თავდაპირველად აიღეთ სამი ფურცელი:
* პირველზე დაწერეთ ყველაფერი, რისი მიღწევაც გსურთ და რაც გაკლიათ;
* მეორეზე — პრობლემები, რომლებსაც აწყდებით;
* მესამეზე — თქვენი სურვილები.
ამის შემდეგ მიიღეთ შხაპი და დაიწყეთ სახლის გაწმენდის რიტუალი.
წარმოიდგინეთ თქვენი სახლი ზემოდან, როგორც კვადრატი ან მართკუთხედი, და გაავლეთ დიაგონალები. მათი გადაკვეთის წერტილი განსაკუთრებული ენერგიის ადგილად ითვლება.
ამ ადგილზე დადგით პატარა მაგიდა, რომელზეც მოათავსებთ:
* თეთრ სანთლებს;
* ვარდისფერი ყვავილების ფურცლებს;
* დიდ და პატარა ზარებს;
* მუჭა ბრინჯს;
* ხილის ნაჭრებს;
* წყალს;
* მონეტებს;
* საკმეველს.
შემდეგ შემოიარეთ ყველა კარი, დაწყებული შესასვლელიდან, ისე, თითქოს ხელით ეფერებით მათ. ეს სახლთან ენერგეტიკული კავშირის დამყარებას ემსახურება. იმოძრავეთ წრიულად და დაასრულეთ იქ, საიდანაც დაიწყეთ.
ყოველ ოთახში მოამზადეთ პატარა „ძღვენი“: თეფშზე ცენტრში მოათავსეთ სანთელი, მის გარშემო კი ყვავილების ფურცლები, ბრინჯი, მონეტები და ხილი. გვერდით აანთეთ არომატული ჩხირი.
ამის შემდეგ ტაში დაუკარით სახლის თითოეულ კუთხეში, შემდეგ კი ჯერ დიდი, შემდეგ პატარა ზარით შემოუარეთ კედლებს. მოძრაობა კვლავ წრიულად უნდა იყოს, დაწყებული შესასვლელი კარიდან.
სახლისა და ოჯახის წევრების ენერგეტიკული დაცვისთვის წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ კარს დამცავი ფარი ფარავს.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ხმამაღლა ან გულში გამოთქვათ ის სურვილები, რომლებიც ფურცელზე დაწერეთ. გადმოცემის თანახმად, ისინი უნდა ახდეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება... - გაფრთხილება ამინდის შესახებ