Digest Logo

„აიღეთ თქვენი საყვარელი სუნამო, დაიჭირეთ გულთან ახლოს, დახუჭეთ თვალები...“ - რა უნდა გავაკეთოთ 6 თებერვალს?

1770372763
სუნამო

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Astrologia.ge „ფეისბუკზე“ წერს, რომ 6 თებერვალი ვენერას დღეა, რის გამოც შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში სილამაზე, სიყვარული და ბედნიერება მოიზიდოთ.

პრაქტიკისთვის დაგჭირდებათ თქვენი საყვარელი სუნამო ან კოსმეტიკური საშუალება:

„ვენერას რიტუალი: „სილამაზისა და მიმზიდველობის კურთხევა“

რადგან პარასკევია, ვენერას დღე და მთვარე მორიელში, გირჩევთ აიღეთ თქვენი საყვარელი სუნამო ან კოსმეტიკური საშუალება, დაიჭირეთ გულთან ახლოს, დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით და წარმოიდგინეთ, როგორ ივსება ის ვარდისფერი და ოქროსფერი სინათლით.

თქვით: „მე ვარ სიყვარული, მე ვარ სილამაზე, მე ვარ მაგნიტი ბედნიერების და ყოველივე კარგის“.

• რატომ მუშაობს:

ვენერა მართავს სილამაზეს, მორიელის მთვარე კი ამ ენერგიას აძლევს სიღრმესა და მდგრადობას. ეს მარტივი ქმედება თქვენს აურას უფრო მანათობელსა და მიმზიდველს გახდის. 

სიყვარულით და ვნებით სავსე პარასკევს გისურვებთ! დაე, ძალა იყოს ჩვენში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 6 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე

🎥 „გაფრთხილებთ, საზარელი ინტერვიუა, ქართულად ვთარგმნე, ექსკლუზიურად... სინამდვილეში იყვნენ ბინძური პედოფილები“ - „იუთუბერი“ ნიკა მჟავანაძე „ეპშტეინის ფაილებზე“

„სიყვარული არის უნარი, გაუძლო საკუთარ თავს და სხვას, ეს არის სივრცის და ველის შექმნა... ჭეშმარიტება სიმარტივეშია“ - თამარ კვარაცხელია