ჯეფრი ეპშტეინი იყო ამერიკელი მულტიმილიონერი ფინანსისტი, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა სექსუალურ ძალადობასა და არასრულწლოვნების ტრეფიკინგში გაერთიანებული საქმიანობის გამო. მას ჰქონდა მდიდარი და გავლენიანი კონტაქტების ქსელი, სადაც იყვნენ: პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, საჯარო პირები და სხვა ცნობადი სახეები.
„ეფშტეინის ფაილები“ არის უდიდესი რაოდენობის დოკუმენტები, ფარული ჩანაწერები, ფოსტის ელექტრონული მასალა, ვიდეოები, ფოტოები, საქმის მასალები და მთავრობის გამოძიების ჩანაწერები, რომლებიც თავად ეპშტეინის, მასთან დაკავშირებული პირების და ფედერალური გამოძიების არქივიდანაა.
ფაილებშიც შედის, მაგალითად:
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩანაწერები და ინტერევიუები;
სასამართლოს საქმის მასალები;
ელ.ფოსტები და კომუნიკაციები ეპშტეინისა და მისი ახლო წრის შორის;
ფოტოები და ვიდეოები ეპშტეინის სახლებიდან და იძულებითი გადაღებების მასალები;
სახელები და კონტაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ეპშტეინთან.
„ეპშტეინის ფაილებზე“ საუბრობს ცნობილი ქართველი „იუთუბერი“ ნიკა მჟავანაძე, რომელსაც 152K გამომწერი ჰყავს:
„გამოაშკარავდა და დღის სინათლე მიეცა სატანისტების კუნძულის მთავარი არქიტექტორის, ჯეფრი ეპშტეინის საბოლოო ფაილებს, სადაც ირკვევა, რომ ელიტარული ხალხი, რომელიც თქვენ პოლიტიკოსები, ფილანთროპები, ქველმოქმედები, ბიზნესმენები, კორპორატივისტები თუ სხვადასხვა ცნობილი ადამიანები გეგონათ, სინამდვილეში იყვნენ ბინძური პედოფილები, რომლებიც ამჟამად დადიან ქუჩაში და საკუთარი დანაშაულის, სინდისის ქენჯნასაც არ განიცდიან.
აქედანვე გაფრთხილებთ, საზარელი ინტერვიუა, ქართულად ვთარგმნე, ექსკლუზიურად, ჩემს ვიდეოში თქვენ ქართულ თარგმანს მოისმენთ თუ რა წერია იმ აღიარებით ჩვენებებში, რასაც დაზარალებულები ამ კუნძულზე ხედავდნენ და იყვნენ ამ ფსიქოლოგიური, მენტალური თუ ფიზიკური სხვადასხვანაირი ძალადობის მსხვერპლნი“, - ამბობს ნიკა მჟავანაძე.
აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ნიკა მჟავანაძემ სოციალურ ქსელში მორიგი კადრებიც განათავსა, სადაც ქართველი ყოფილი პოლიტიკოსები „ეფშტეინის ფაილებში“ ყოფნაში ამხილა:
„ვინ არ შეგვეძლო წარმოგვედგინა სიაში? ვიცით, რომ სიაში არიან ამერიკის პრეზიდენტები, ფილანთროპები, მსახიობები, შოუმენები, მაგრამ აი, ვინ? და ჰოპ, გამოჩნდა ახალი ფიგურანტი, არც მეტი, არც ნაკლები მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს ჯეფრი ეპშტეინის საქმეში! გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში იკითხება, რომ სიაში ფიგურირებს კახა ბენდუქიძეც“, - ამბობს ნიკა მჟავანაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: