ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 6 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:
„6 თებერვალი დასრულებისა და განახლების ენერგია:
დღეს საერთო დღეა 9-ის ენერგიით. სამყარო გიწვევთ გასცეთ, გაუშვათ და გათავისუფლდეთ ძველისგან.
რა უნდა გააკეთოთ:
აკეთეთ სიკეთე მადლობის მოლოდინის გარეშე;
ივარჯიშეთ, იზრუნეთ სხეულზე;
დაალაგეთ სივრცე გაათავისუფლეთ ადგილი ძველისგან;
დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება;
დაასრულეთ საქმეები მსუბუქი გულით, ხვალ იწყება ახალი ციკლი.
რას უნდა ერიდოთ:
კონფლიქტებსა და კამათს — ემოციები პიკშია;
სხვებზე კონტროლის მცდელობას;
ივარჯიშეთ გააზრებულ სუნთქვაში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე ახალი შესაძლებლობები თავად მოგძებნით.
ასევე, დღეს პარასკევია და განსაკუთრებით წარმატებულია დაბადებულთათვის:
6, 15, 24 — თქვენი ფერები: ვარდისფერი, ცისფერი
7, 16, 25 — თქვენი ფერები: მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: