„13-ე მთვარის დღე: მოიხსენით ზედმეტი პასუხისმგებლობა და მიეცით საკუთარ თავს სიმსუბუქის უფლება“, - აღნიშნულ საკითხზე ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ცხოვრების სერიოზული გეგმები შეგიძლიათ ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ. რადგან 13-ე მთვარის დღე თითქოს ჩურჩულით გეუბნებათ: „იქნებ ერთ დღეს მაინც შეწყვიტო ზედმეტად ზრდასრული ადამიანის თამაში?“
✨ დღევანდელი ენერგია არ არის დაძაბულობაზე, დედლაინებზე და მუდმივ გადაღლაზე. ეს დღე არის სიმსუბუქეზე, სურვილებზე, პატარა სიხარულებსა და იმ ოცნებებზე, რომლებიც ოდესღაც „მოგვიანებით“ გადადეთ. და სწორედ ეს „მოგვიანებით“ შეიძლება დღეს თქვენს კარზე დააკაკუნოს.
✨ 13-ე მთვარის დღე გეხმარებათ:
💫 გაიხსენოთ ძველი ოცნებები;
💫 დაიბრუნოთ ცხოვრების ხალისი;
💫 საკუთარ თავს მეტი სიხარული მისცეთ;
💫 არ გაართულოთ ის, რაც მარტივადაც შეიძლება გადაწყდეს;
💫 დაიჯეროთ, რომ სურვილებს ახდენის შანსი ჯერ კიდევ აქვთ.
♐️ მთვარე მშვილდოსანში დღეს მატებს თავისუფლების, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების სურვილს. ამიტომ, თუ შეგიძლიათ, მეტი დრო დაუთმეთ ბუნებას, დასვენებასა და საკუთარ თავს.
✅ რისი გაკეთებაა დღეს კარგი:
👗 ჩაიცვით მსუბუქი და ნათელი ტანსაცმელი;
🥗 მიირთვით ხილი, სალათები და მსუბუქი საკვები;
🌿 გაისეირნეთ ბუნებაში ან ეწვიეთ საყვარელ ადგილს;
🕊 აირჩიეთ სიმშვიდე კამათის ნაცვლად;
✨ ჩაიწერეთ თქვენი სურვილები და მიზნები;
💎 თან ატარეთ ან შეიძინეთ ნეფრიტი და მთის ბროლი.
💚 ნეფრიტი ამ დღის მთავარი მინერალია. ის დაკავშირებულია ჰარმონიასთან, კეთილდღეობასთან, იღბალსა და ფინანსურ სიუხვესთან. მიიჩნევა, რომ ნეფრიტი აძლიერებს შინაგან სიმშვიდეს და ხელს უწყობს სურვილების რეალიზებას.
🤍 მთის ბროლი წმენდს ენერგეტიკულ ველს, აძლიერებს განზრახვებს და ნეფრიტის ენერგიას კიდევ უფრო აქტიურს ხდის. ეს ორი მინერალი ერთად იდეალურია 13-ე მთვარის დღის ენერგიასთან ჰარმონიაში მოსასვლელად.
🌙 ამ დღის სიზმრები შეიძლება გაჩვენებდეთ, რამდენად გაბედულად ოცნებობთ. თუ სიზმრები უცნაური, ფერადი ან ძალიან შთამბეჭდავი იყო — ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ქვეცნობიერი აქტიურად მუშაობს.
💬 დღის სიბრძნე: ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ყოველთვის მხოლოდ ვალდებულებებით იცხოვრო.
✨ დღეს მიეცით საკუთარ თავს სიმსუბუქის, სიხარულისა და ოცნების უფლება. ზოგჯერ სწორედ ასეთი დღეები ხსნის ახალ შესაძლებლობებს“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „ბაბუს ბიჭები“ - გიორგი ჯაჯანიძე შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს