ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“ იმყოფებოდა სადაც ჩინური ახალი წლის შემოსვლაზე ისაუბრა, რომელიც 17 თებერვალს თბილისის დროით 16:03 - საათზე დადგება.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, რომ იწყება გამოღვიძებისა და აქტიურობის პერიოდი. მიხეილ ცაგარელი ასევე გვიზიარებს ამ დღეს ჩასატარებელ რიტუალს:
„რიტუალი ჩინური ახალი წლისთვის - აანთეთ სანთელი ჩაუთქვით სურვილები. სანთელი უნდა იყოს წითელი ან ყვითელი ფერის. 1-ლარიანი დადეთ, ჩაუთქვით ფინანსური სურვილები. ჩაიდეთ ისევ საფულეში და ატარეთ ჩანთით. ჩამოწერეთ სურვილები და წაიკითხეთ ხოლმე. ჩინური ახალი წელი თბილისის დროით 16:03 - საათზე დადგება.
მოდის წითელი ფერის ცხენი, რომელიც ყველას გააღვიძებს. შემოვა გრიალით და აქტიურობით. ვინც ლიდერი და აქტიურია, ის იმარჯვებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლომი გადადის იუპიტერში, რაც სიყვარულს ნიშნავს. სიკეთით და სიყვარულით სავსენი უნდა იყოთ, არ უნდა ვიყოთ აგრესიულები, ეს არის წარმატების მომტანი და არა აგრესია. ხვალ და დღეს იყავით ფრთხილად. ორი კვირა უნდა გავიაროთ ფრთხილად. 3 მარტს გვექნება მზის დაბნელება. როგორც გაივლით ამ ორ კვირას, ისე გაგრძელდება შემდეგი ექვსი თვე აგვისტომდე, აგვისტოში კი ისევ გვექნება დაბნელებების დერეფანი“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პარტნიორი შენს მხარდაჭერას განსაკუთრებით დააფასებს...“ - 16 თებერვლის კოსმოსური ამბები