
კვირა ვენერას სასწორში შესვლით იწყება, რაც სიმბოლურად ესთეტიკასთან, წონასწორობასთან, დიპლომატიასთან და დახვეწილ ურთიერთობასთან დაბრუნებას გამოხატავს. თუმცა, ხუთშაბათისთვის დაძაბულობა იზრდება. მზისა და იუპიტერის არახელსაყრელი პოზიციის გამო, კონფლიქტებია მოსალოდნელი. ხოლო ლილიტის, მარსის და მერკურის შეერთება მორიელში 18 და 19 ოქტომბერს ფარულ ვნებებსა და საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლის გააქტიურებას გამოიწვევს. უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება 13-19 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:
ვერძი
ეს კვირა თქვენგან სრულ ერთგულებასა და თავდადებას მოითხოვს. გაქვთ შანსი, ყველა იმ გეგმასა და მიზანს მიაღწიოთ, რომლებიც მიმდინარე კვირისთვის დაგეგმეთ, თუმცა ამისათვის მოთმინება და შრომისმოყვარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაპირებებთან და ამბიციების გამოხატვასთან ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით საჯარო სფეროში. მიმდინარე კვირა გაჩვენებთ, რომ თანამშრომლობასა და ირგვლივ სანდო ადამიანების შემოკრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
კურო
ცვლილებები, რომლებიც საცხოვრებელ სახლთან, რემონტთან ან სახლის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ მეტად გააქტიურდება და საყვარელი ადამიანისაგან მხარდაჭერას იგრძნობთ. კომპრომისები და ერთმანეთის მოსმენის უნარი წარმატების გასაღები იქნება. შესაძლო გაუგებრობების შემთხვევაშიც კი, კონსტრუქციული მიდგომა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
საქმიან სფეროში თანაგუნდელებთან ურთიერთობას ყურადღება მიაქციეთ. გუნდში გაუგებრობებმა შეიძლება, დავალებების შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. თანამშრომლებს კოლეგებთან შესაძლოა, მცირე კონფლიქტები ჰქონდეთ, მაგრამ ეს საერთო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში პარტნიორებთან ურთიერთობა კვლავ აქტუალურია - პროგრესი შესაძლებელია, თუმცა არა მყისიერად. მიმდინარე კვირაში შემოსავლების გაზრდისა და ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა გექნებათ.
კირჩხიბი
მიმდინარე კვირის განმავლობაში შესაძლოა, მომატებულმა შფოთვამ და ემოციურობამ შეგაწუხოთ. ეს ინტენსიური მუშაობისა და შინაგანი ბრძოლის პერიოდია, ამიტომ რუტინის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და დასვენებას შესაბამისი დრო დაუთმოთ. ასევე, ფინანსებთან დაკავშირებითაც ფრთხილად იყავით. ჯობს, არაგონივრული ხარჯები თავიდან აირიდოთ და რესურსები დაზოგოთ. თუ თქვენ თანმიმდევრული იქნებით, რთულ ამოცანებთან გამკლავებასაც კი შედარებით მარტივად შეძლებთ.
ლომი
ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება. ბევრი საქმე გამოჩნდება და თითქმის ყველა დღე თქვენგან სრულ ჩართულობას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარტნიორობას - როგორც ახალს, ასევე არსებულ ურთიერთობას. ძველი კონტაქტების აღდგენა, საქმიანი კავშირების განმტკიცება და საიმედო პარტნიორების შეძენა დაგჭირდებათ. მიმდინარე კვირა ახალ პერსპექტივებსა და საინტერესო გამოცდილებას გპირდებათ.
ქალწული
კვირის მატერიალური მხარე იმედის მომცემად გამოიყურება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიმდინარე კვირაში თქვენთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი ორშაბათი და ოთხშაბათი იქნება, როდესაც შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღებისა და დაწინაურების შანსი მიიღოთ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, გააანალიზოთ, რომ მიდგომები და მოთხოვნები იცვლება და აუცილებელია, ამ ცვლილებებს ფეხი აუწყოთ. თუ კვირის განმავლობაში თვითგანვითარებაზე იფიქრებთ, ტრენინგის გავლას, უნარების გამრავალფეროვნებას გადაწყვეტთ, სამომავლოდ გამოგადგებათ.
სასწორი
მიმდინარე კვირამ შესაძლოა, თქვენს პირად ცხოვრებაში ცვლილებები შემოიტანოს. შეიძლება, ძველ მეგობრებს შეხვდეთ ან წარსულში დატოვებული ურთიერთობა კიდევ ერთხელ გააქტიურდეს. ნათესავებთან, ახლობლებთან ურთიერთობა კიდევ მეტად გაძლიერდება. შესაძლებელია, მათგან მორალური და მატერიალური მხარდაჭერაც მიიღოთ. სახლში ატმოსფერო უფრო თბილი გახდება, რაც მოტივაციას გაგიზრდით და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მორიელი
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი აქტივობისთვის საკმარისი ენერგია გექნებათ, კვირის ბოლოს შეიძლება, ემოციური გადაწვის შეგრძნება გქონდეთ. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, მიმდინარე კვირის განმავლობაში რუტინა დაიცვათ, დაისვენოთ და მშვიდად ყოფნას შეეცადოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის ბალანსის პოვნაზე კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ. გარდა ამისა, ეს კვირა გაძლევთ შანსს, ადრე დაგეგმილი პროექტები განახორციელოთ.
მშვილდოსანი
მიმდინარე კვირის განმავლობაში ცვლილებების სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდება. ეს შესაძლოა, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებსაც უკავშირდებოდეს. სხვა რეგიონებიდან ან ქვეყნებიდან კოლეგებთან კომუნიკაცია აქტუალურია. მცირე სამსახურებრივი უთანხმოებების მიუხედავად, ყველა საკითხი ოპერატიულად მოგვარდება. ასევე, პარტნიორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის განხილვა შეიძლება საჭირო გახდეს. არ ინერვიულოთ, ოქტომბრის ბოლომდე ყველაფერი დადებითად მოგვარდება.
თხის რქა
მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. წარმატებული პარტნიორობა ან ახალი შესაძლებლობები ფინანსურად დაწინაურებაში დაგეხმარებათ. ეს კვირა ახალ ჰორიზონტებს გაგიხსნით და განვითარებაში დაგეხმარებათ. ფინანსური სიურპრიზები კი დიდი ხნის ოცნებების ასრულების შესაძლებლობას მოგცემთ.
მერწყული
ეს კვირა პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მნიშვნელოვანია. თუ რემონტზე, სხვაგან გადასვლაზე, გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობდით, ახლა შესამჩნევი პროგრესი გექნებათ. თუმცა, მნიშვნელოვანია, გულწრფელად გაიგოთ, რა გჭირდებათ სინამდვილეში და რაზე უნდა თქვათ უარი. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება, შეიცვალოს. შესაძლოა, კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საუბარი შეგხვდეთ და გადაუჭრელი საკითხები საბოლოოდ მოაგვაროთ.
თევზები
პერიოდული დაღლილობა დასვენებითა და სტრესის შემცირებით ადვილად კომპენსირდება. მთელი კვირის განმავლობაში შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება თქვენი მთავარი რესურსია. პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებთ და საუბრით ზუსტად აღმოაჩენთ, რა მიმართულებით უნდა იმუშაოთ. სამსახურში მცირე დაძაბულობაა მოსალოდნელი. თუმცა, ჯობს, ემოციებს არ აჰყვეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შეეცადეთ, კამათს მოერიდოთ და დასახულ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველა დედას ვუსურვებ, თავაწეულმა და ამაყმა იაროს“ - ინგა ბენდელიანი-თოფურია შვილების წარმატებაზე
⭕ მარიამ შენგელია სტამბოლში მოგზაურობს - „ქართული ეშხი, რომელიც მუდამ თან გდევს“
წყარო: www.beaumonde.ge