Digest Logo

„ყველა დედას ვუსურვებ, თავაწეულმა და ამაყმა იაროს“ - ინგა ბენდელიანი-თოფურია შვილების წარმატებაზე

1760350440
ილია თოფურიას დედა

„რაც ჩემმა ოთხივე შვილმა ოჯახში ისწავლა, ეს არის ერთმანეთის გატანა. ყველას სხვადასხვა ხასიათი აქვს, თუმცა აქვთ ერთმანეთის გატანის უნარი, პასუხისმგებლობა, რაც ყველაზე ღირებულია ცხოვრებაში. ჩემთვის ყველაფერი იწყება და მთავრდება ჩემი შვილებით“, - ამის შესახებ ინგა ბენდელიანი-თოფურია გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ საუბრობს.

მან ასევე ისაუბრა UFC ჩემპიონი შვილების - ილიას და ალექსანდრე თოფურიას შესახებ. 

„ყველა დედას ვუსურვებ, თავაწეულმა და ამაყმა იაროს - როცა ილიამ პირველი ქამარი აიღო, სწორედ მაშინ ვიფიქრე, რა სირთულეებიც ცხოვრებაში გამივლია, ეს ამად ღირდა.

უამრავი შეტყობინება მომდის, მსოფლიოს ყველა კუთხიდან და მადლობას მიხდიან. ერთხელაც კი არ მქონია ისეთი მესიჯი, რომ ვინმეს ისეთი მოეწერა, გული დამწყვეტოდა.

ბიჭებმა დაისახეს მიზანი და თქვეს, რომ გახდებოდნენ მსოფლიო ჩემპიონები“, - ამბობს ინგა ბენდელიანი-თოფურია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მისი ცხოვრება სავსე იყო ლოცვით, სიყვარულითა და დაუღალავი სულიერი ზრუნვით“ - გარდაიცვალა დეკანოზი მიქაელ კაპანაძე

⭕„ეს არის პერიოდი ჭეშმარიტი და ამაღლებული სიყვარულისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 „ამ კვირასაც გაუძელით და გაიარეთ შეცდომების გარეშე“- კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან