Digest Logo

🎥 „ახალი საქმის წამოსაწყებად ყველაზე კარგია მთვარის მზარდი პერიოდი, ვგეგმავთ ისეთ საქმეს, რაც ზრდას საჭიროებს“ - ხათუნა ნოელის რეკომენდაცია

1790866150
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და გამომწერებს ერთ ყველაზე მთავარ რჩევას უზიარებს:

„რა შეიძლება იყოს საუკეთესო რჩევა ასტროლოგისგან, მხოლოდ ერთი რჩევის უფლება რომ მქონდეს?

აუცილებლად გეტყოდით, მიჰყევით მთვარის ფაზებს.

ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა, ასევე მისი წინა და მომდევნო დღეები, ჯამში 6 დღე, რთული დღეა, მნიშვნელოვანს არაფერს ვაკეთებთ. 

ახალი საქმის წამოსაწყებად ყველაზე კარგია მთვარის მზარდი პერიოდი, ანუ 2 კვირა ახალმთვარეობიდან სავსემთვარეობამდე. ამ პერიოდისთვის ვგეგმავთ ისეთ საქმეს, რაც ზრდას საჭიროებს, ორიენტირებულია მომავალზე, განვითარებაზე.

ხოლო მომდევნო ორი კვირა ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რაც უკვე დაწყებული გვაქვს და ბოლომდე მიყვანას საჭიროებს“, - ამბობს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთადერთი წიწვოვანი მცენარეა, რომელიც შემოდგომაზე ჟღალი-წითელი ფერის ხდება...“ - სოფელი ლესიჭინე გიორგი ნიკოლავას ობიექტივში

⭕როგორ დავმუხტოთ ოქტომბერი ჯანმრთელობაზე, სიყვარულზე, სითბოსა და ბედნიერ მოვლენებზე! ✨

⭕„თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება იურიდიული, უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის

✕