ნოდიკო ტატიშვილი ყველასათვის საყვარელი მომღერალია, რომელიც საზოგადოებამ პროექტ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო და შეიყვარა.
იგი 7 ნოემბერს პირველი შვილის მამა გახდა. ახალშობილს კესანე დაარქვეს.
ექიმი, რეპროდუქტოლოგი ნინო მუსერიძე ჩვილის სანახავად კლინიკაში მივიდა, საიდანაც მამა-შვილის ფოტო გაავრცელა:
„მიყვარხართ! კესანეს გაუმარჯოს და ჩემს თათულის“, - წერს ნინო მუსერიძე.
ცნობისთვის, ნოდიკომ 2-წლიანი ურთიერთობა ისე დამალა, რომ ყვითელ პრესაში რომანის შესახებ არაფერი დაწერილა.
ნოდიკოს რჩეული ემბრიოლოგი თათია ერქვანიძეა.
იგი 2019 წლიდან დღემდე ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრში მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გადაცემას „ვინ ვინ არის“ კვლავ მაკა ზამბახიძე წაიყვანს - პროექტის ახალი სეზონი 10 ნოემბერს დაიწყება