2025 წლის 5 დეკემბერს წლის ბოლო სუპერმთვარეა.
ეს ის დროა, როცა მთვარე თავისი სისავსით გვინათებს სექტორს, რომელსაც შესაძლოა აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით, ამიტომ ახლა მკაფიოდ და ცხადად შევხედავთ სიტუაციას, სურათს, შედეგს, რისი შემოქმედიც თავად ვართ, რასაც საფუძველი ჩავუყარეთ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში.
რას მოგვიტანს 5 დეკემბრის სავსემთვარეობა - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი სოციალურ ქსელში საუბრობს:
„5 დეკემბერი - წლის ბოლო სუპერმთვარე (2025)
ინტენსიური ენერგია, რომელიც მთლიანად მოიცავს ახალი ციკლის დასაწყისს და ძველი საქმეების დასასრულს.
ამ დღის ენერგია გამოირჩევა მისი ძალის გავლენით რომელიც აღასრულებს სამართალს, გამოავლენს დაფარულ სიტუაციებს და პასუხს გაგვცემს კითხვებზე რომელიც წლის დასაწყისში გაჩნდა.
ბევრი ადამიანი გადააფასებს გეგმებს, მიზნებს და სურვილებს რომელიც აღმოჩნდება რომ ილუზიური იყო და შეიცვლის გეზს.
ცვლილებები ეხება როგორც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ასევე სამსახურის და პირადი ბიზნესის საკითხებს, დაწინაურება, ახალი გეგმა, შემოქმედებითი უნარის გაფართოება და ახალი წყაროები.
ეს გარდამავალი პერიოდი თავს გვაგრძნობინებს ორ სამყაროს შორის, ჩვენი პიროვნების ორ ვერსიას შორის, მაგრამ აწმყო დროში. ბევრი იგრძნობდა ბოლო დროს დაღლას, სიცხადეს და საკუთარი საზღვრების დაცვის მოჭარბებულ სურვილს.
ასევე თქვენ აღმოაჩენთ პასუხებს განმეორებად მოვლენებთან და ადამიანებთან დაკავშირებით რომელიც პერიოდულად ერთი და იგივე სცენარით თავს გახსენებდათ.
შიში, არა ადამიანების, არამედ იმ პიროვნების, რომელიც ჩვენს შიგნით ცხოვრობს გადაიფარება შინაგანი სამყაროს მიღებით და შეყვარებით.
წლის ბოლო სუპერმთვარე იქნება ყველასთვის ინდივიდუალური და გარდამტეხი, სხვადასხვა პასუხებით, გზებით და გასაღებებით“, - წერს ასტროლოგი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენი ემოციები დღეს მოგებიანი ინტუიციის წყაროა...“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 5 დეკემბერს