3 დეკემბერს „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ ახალი ეპიზოდი დაიდო, რომლის სტუმარიც მწერალი ალეკო შუღლაძე იყო.
მწერლის განმარტებით, კარმა არის სამყაროსეული მიზეზ-შედეგობის კანონი, რომლის თანახმადაც ჩვენი წარსული ქმედებები ზემოქმედებს აწმყოსა და მომავალზე. მისი თქმით, ნებისმიერი ქმედება წარსულში არის მიზეზი იმისი, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს.
შუღლაძის განმარტებით, კარმა ოთხ კატეგორიად იყოფა:
„კარმა არის სამყაროსეული მიზეზშედეგობრიობის კანონი, რომლის თანახმადაც ჩვენი წარსული ქმედებები ზემოქმედებს ჩვენს აწმყოსა და მომავალზე. ნებისმიერი ქმედება, რაც წარსულში გაგვიკეთებია, არის მიზეზი ისეთი რაღაცების, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს!
ნებისმიერი მიზეზი, ქმედება იწვევს თავის შედეგს - ეს არის კარმა, ბედისწერა, ბედ-იღბალი. სხვადასხვა ტიპის ფორმები არსებობს.
კაცობრიობას უჭირს ადამიანების შეფასება, ახლა ისეთი ქსელია ამ ტყუილ-მართლის, რომ რთულია გაიგო სად არის სიმართლე და ადამიანებს უჭირთ, რადგან არ არიან სრულყოფილები. ამიტომ სამყაროს აქვს უნივერსალური კანონი, რომელიც თავიდან ძალიან მიკვირდა, მაგრამ ახლა კვანტური კომპიუტერების ეპოქაში, მივხვდი, რომ სამყაროსაც შეუძლია შექმნას. ამ სამყაროში მხოლოდ სამყაროს არ ვგულისხმობ, აქ მოვიაზრებ ღმერთსაც. ასე ხდება გადანაწილება. ყველა მოქმედებას აქვს თავისი შედეგი და თუ ეს ადამიანმა არ იცის, შეიძლება ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
ეს არ არის მხოლოდ დამსჯელი. ეს არის წარსულის ქმედებები, რომელიც არამარტო ამ ცხოვრებაში გაგვიკეთებია, რადგან კარმაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ რეინკარნაცია, სხვანაირად სამყაროს ვერ ავხსნით. არსებობს სული, რომელიც მოძრაობს სხეულიდან სხეულში და ჩვენი წინა დაბადებები განაპირობებს ჩვენს აწმყოს, მომავალს.
არის კარმა, რომელიც ამ ცხოვრებაში გვაქვს. 4 კატეგორიაა:
პირველს ჰქვია პრარაბთა კარმა - ეს არის როცა კარმა მომწიფებულია, იმის შესაბამისად რეაქცია ხდება ჩვენს თავს. ანუ თუ კარგი გავაკეთე, ამ ცხოვრებაში უნდა დაგვიფასონ. ეს იწყება დაბადებისთანავე. მნიშვნელოვანია რა ცნობიერებას ვატარებთ და იმის მიხედვით გვაქვს მიღებული სხეული. ეს მხოლოდ ამ ცხოვრებაში ხდება, სხეულის დატოვებამდე.
მეორე არ არის მომწიფებული, პატარა თესლის სახით არის. წინა რომელიღაც ცხოვრებაში ჩადენილი ჯერ არ მომწიფებულა, შესაძლებელია ეს იმის გამო ხდება, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფრის გადატანა გაგვიჭრდება და მომავალ ცხოვრებაში უნდა გადავიტანოთ. ამას ჰქვია კუპტა - ეს კარმა არის თესლი, ჩადებულია მიწაში. არ ჩანს, მაგრამ მოულოდნელად თავს იჩენს სხვა რომელიმე ცხოვრებაში.
ბიჯა - ეს არის აღმოცენებული, მაგრამ ჯერ არ მომწიფებული. პროცესშია, იზრდებდა და რომელიღაცაში გამოვლინდება.
არსებობს აპრარაბთა კარმა - ეს არის რომელიც საერთოდ არ ჩანს, არ ვიცით რა ხდება. ვერ ვხვდებით რა ხდება, მაგრამ არსებობს მისი გამოვლინების საჭიროება.
ეს რელიგია არ არის! ეს მეცნიერებაა!
მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ: ვიღაც ავადმყოფობით იბადება, ვიღაც მილიონერი, მდიდარი - როცა ამას ვხსნით და ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ სხვა ვერაფრით ავხსნით, რეინკარნაციისა და კარმის გარდა ამ მდგომარეობას, როცა პატარა ბავშვი უკვე ავადმყოფობით იბადება, ზოგი იქვე გარდაიცვლება, ზოგი მდიდარია, ზოგი უსინათლო. ხშირად მპასუხობენ, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა, რაც მე არ მაკმაყოფილებს. ის, რომ ვიღაც იჯდეს და ეს ამით დაიბადოს, ის იმით, შეუძლებელია“, - ამბობს ალეკო შუღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 დეკემბერს საქართველოში
⭕5 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით