Digest Logo

„ახლა არ არის მგზავრობის, მოგზაურობის, გადაადგილების და ზოგადად ცვლილებების პერიოდი“ - სავსემთვარეობა თხის რქის ზოდიაქოში, რომლის ზეგავლენაც ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება - რეკომენდაციები ხათუნა ნოელისგან

1719584842
ხათუნა ნოელი

სავსემთვარეობა ასტროლოგიურ სამყაროში და მათთვის ვისაც ამის სჯერა გამორჩეული პერიოდია.

ამ დროს ადამიანები საკუთარ სურვილებს განსაკუთრებულად ჩაუთქვამენ ხოლმე მთვარეს და ასტროლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ითვალისწინებენ.

მთვარე ამ პერიოდში თხის რქაშია და საინტერესოა რა ზეგავლენას მოახდენს იგი ზოდიაქოს 12 ნიშანზე? - სავსემთვარეობასა და მის გავლენებზე ასტროლოგმა ხათუნა ნოელმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.

„მზე არის კირჩხიბში და მთვარე არის თხის რქაში. სავსემთვარეობა ხდება მაშინ, როდესაც მზე და მთვარე არიან ოპოზიციურ ნიშნებში, ზუსტად ერთი და იგივე გრადუსებზე და წუთებზე. 

მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო სავსემთვარეობაა, იმ კუთხით რომ ყოველი მომდევნო სავსემთვარეობა ახალ  ნიშანში ხდება ხოლმე. რადგან ახლა თხის რქაშია, მომდევნო თვეში უნდა იყოს მერწყულში, მაგრამ მომდევნო თვეშიც თხის რქაში იქნება. იმიტომ რომ ეს რომ დასაწყისში ხდება მეორე გრადუსზე, ის ბოლო გრადუსებზე ხდება. ასეთი უნიკალური სავსემთვარეობა გვხვდება ამ ზაფხულში.

ცოტათი რთული ხასიათის სავსემთვარეობაა. მზესაც და მთვარესაც ორი პოზიცია აქვთ. მაგრამ მზესთან არის შეერთებული მერკური და ვენერა ასევე. მთვარეს ამ სამივე პლანეტასთან აქვს ოპოზიცია დაძაბული ასპექტი. ეს თხის რქებს აყენებს არჩევანის წინაშე. 

ჰარმონიულ ასპექტს რაც შეეხება, ეს არის მარსთან.

მზესაც და მთვარესაც მარსთან აქვთ ჰარმონიული ასპექტი. მიმდინარე კვირაში უფრო მტკიცედ წარმოჩნდება ამ ყველაფრის ზეგავლენა. მარსი არის ინიციატივები, მარსი არის კუნთი და აქტიურობა. ფიზიკური ვარჯიშები და მოძრაობა საჭიროა.

თხის რქის მმართველი სატურნია და აი ეს სატურნი ამ კვირაში მოძრაობას ანელებს. საბოლოოდ ჩერდება. ეს არის ოპტიკური ილუზია და ეს ყველაფერი ხდება პლანეტის რეტროგრადულ ფაზაში გადასვლის წინ. ვიდრე შეიცვლის ფაზას და უკუსვლითი გახდება.

რაც შეეხება სტატიკურობის ფაზას უნდა გავითვალისწინოთ ეს პერიოდი. 26 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით იქნება სატურნი სტატიკური. სატურნი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს შეგვიშლის. კარიერული მიმართულებით შესაძლებელია იყოს პრობლემები, ასევე უფროსობასთან დამოკიდებულებაში. შესაძლოა უფროსი ასაკის ადამიანებთან იყოს პრობლემები, როგორც ურთიერთობაში ისე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში საქმე იყინება. ყველაფერი გაჩერებულია რაც სატურნს ეხება მათ შორის მშენებლობაც. ამ პერიოდში მშენებლობისა და რემონტის დაწყება არ ღირს. ასევე რაც შესაკეთებელია მათი გაკეთება არ ღირს არ გამოვა.

მალევე ნეპტუნიც ხდება ანალოგიურად სტატიკური. ასეთი რაღაც როცა ხდება შესაძლებელია მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს. ნეპტუნი კიდევ წყალთან არის დაკავშირებული. ნეპტუნი წყლის სტიქიაში მოძრაობს თევზებშია, სატურნიც მანდ არის. შესაძლოა უხვ ნალექიანობა გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. ეს რომ იყოს მიწის სტიქიაში საშიშროებები იქნებოდა ნიადაგთან დაკავშირებით. საბედნიეროდ საქართველოში წყლის მოვარდნები არ იქნება, უფრო სხვა ტერიტორიებზე. გარშემო მოვისმენთ ძალიან ცუდ ამბებს“, - აღნიშნა ხათუნა ნოელმა.

ასტროლოგმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ეგრეთ წოდებული „მზებუდობა“ ზოდიაქოს ცალკეულ ნიშანზე.

♈ვერძი

ყურადრება მიაქციეთ ოჯახის წევრებს. შესაძლოა მოგეცეთ შესაძლებლობა ცალკე გადასვლის. ვისაც ამისი სურვილი და შესაძლებლობა აქვს არის შანსები.

♉კურო

ახალი თემების შესწავლა მოგცემთ შესაძლებლობას მეტი შანსების, ასევე მიიღებთ სიძლიერეს. შეგიძლიათ დაეყრდნოთ ვიწრო გარემოცვას.

♊ტყუპები

აუცილებლად უნდა დაიწყოთ ფულის დაგროვება. სულ რომ ათი თეთრი ჩააგდოთ ყულაბაში ეგეც საქმეა.

♋კირჩხიბი

თქვენთვის არის ძალიან კარგი პერიოდი, იაქტიურეთ.

♌ლომი

ცოტა რთულ პერიოდია თქვენთვის. ჯობია, რომ მეტი მედიტაცია გააკეთოთ ლოცვები ძალიან კარგია.

♍ქალწული

მშვენიერი პერიოდი გაქვთ, შესაძლებლობები, იღბალი, წარმატება. შესაძლოა ისეთი დიდი შენაძენი გქონდეთ, რასაც ვერ წარმოიდგენდით.

♎სასწორი

ცოტა პრობლემური პერიოდი გაქვთ, სასწორს კირჩხიბის მზე ცოტა ცუდად ურტყამს. ეცადეთ, რომ პარტნიორული ურთიერთობები მოაგვაროთ და სტატუსი აიმაღლოთ.

♏მორიელი

კანონთან დამოკიდებულებაში სწორად უნდა მოიქცეთ. უნდა დაიცვათ წესები და მათ არ უნდა გადაუხვიოთ. კარგია თუ მოაგვარებთ უფროსობასთან გარკვეულ საკითხებს.

♐მშვილდოსანი

თქვენთვის ახლა არ არის მგზავრობის, მოგზაურობის, გადაადგილების და ზოგადად ცვლილებების პერიოდი. ძალიან კარგია მემკვიდრეობასთან საგადასახადოსთან საბაჟოსთან დაკავშირებით აქტიურობა.

♑თხის რქა

პარტნიორული საკითხების წამოწევა შეგიძლიათ. ვისაც სასამართლო საკითხებთან გაქვთ გარკვეული პრობლემები აქ ცოტა თავის შეკავება გმართებთ. დაეყრდენით და მოუსმინეთ პარტნიორებს.

♒მერწყული

უნდა დაიცვათ მარხვა ან პირი მოკუმოთ. ნაკლები ვჭამოთ ასკეზა შესანიშნავი გაქვთ. დიეტა ყველაზე კარგი ვარიანტია.

♓თევზები

ბედმა გაგიღიმათ, ასეთი იღბლიანი პერიოდი თქვენს ნისანში როცა არის მზე მაშინაც კი არ გაქვთ. წარმატება იღბალი, შესანიშნავი შესაძლებლობები გაქვთ, რომელიც უნდა გამოიყენოთ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს“ – რუსუდან მუმლაძე

🎥 არსებობს თუ არა „სული“, რომელიც ნივთებს აადგილებს და როგორ უნდა განდევნოთ სახლიდან ბოროტი სული? - მამა საბა ჭიკაიძე მრევლის შეკითხვას პასუხობს

⭕„ოლი ვერ გავაღიმეთ“- ნუკი კოშკელიშვილი ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს