12 დეკემბერს მერკური კვლავ მშვილდოსნის ნიშანში ბრუნდება, რაც ასტროლოგების შეფასებით კომუნიკაციის, მოგზაურობებისა და ახალი იდეების გაღრმავების პერიოდს უკავშირდება.
ცის კაბადონზე მოსალოდნელ მოვლენებზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.
ხათუნა ნოელი ამბობს, რომ ახლა ბოლო შანსები გვეძლევა, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ:
„მერკური, რომელიც რეტროგრადული მოძრაობის გამო კარგა ხანს მორიელში იყო შებრუნებული, ისევ მშვილდოსანს უბრუნდება.
წინა ჯერზე აქ ყოფნისას მან დაახლოებით, პირველი 7 გრადუსი გაიარა 29 ოქტომბრიდან-18 ნოემბრის ჩათვლით.
რადგან ახლაც იმავე ტერიტორიაზე იმოძრავებს, სავარაუდოდ იგივე თემების გამეორებას გამოიწვევს, რაც მაშინ გქონდათ თქვენს ცხოვრებაში.
ცხადია, მხოლოდ მერკურიანულ თემებს ვგულისხმობ, რომლებიც ეხება დოკუმენტებს, საბუთებს, ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, მათ შორის უცხოეთთან დაკავშირებულს. დიპლომატიურ, საერთაშორისო დონის და ელემენტარულ ყოფით კომუნიკაციას, მიწერ-მოწერას, სატელეფონო საუბრებს, მგზავრობას მოკლე მანძილზე, სატრანსპორტო საშუალებებს, სწავლის ან სწავლების თემებს, წიგნებს, სახელმძღვანელოებს, გონებრივ, ინტელექტუალურ შრომას.
ეს საქმეები მაშინ ან ბოლომდე ვერ მიიყვანეთ, ან რაღაც ხარვეზებით წარიმართა. ჰოდა ახლა გეძლევათ ბოლო შანსები, რომ ყველაფერი გამოასწოროთ.
მე-7 გრადუსს მერკური 16 დეკემბერს გადასცდება. ანუ, მხოლოდ 5 დღე გვაქვს იმ საქმეების დასასრულებლად“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕12 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით