Digest Logo

„ახლა თქვენი დროა! გაზრდით ავტორიტეტს“ - როგორია მიმდინარე ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1709539380
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

4-10 მარტის კვირა ასტროლოგიური კუთხით საკმაოდ დატვირთული და რთული იქნება. სამშაბათს დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავა, სადაც 14 მარტამდე გაჩერდება.

აღნიშნული მოვლენის გამო, ზოდიაქოს ყველა ნიშანს მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებს. 

ნახეთ, როგორი კვირა ელოდებათ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ქვეყნის მთავარი ასტროლოგის მიხეილ ცაგარელის პროგნოზის მიხედვით:

ვერძი

თქვენთვის ურთულესი დაბადების წინა პერიოდია, რის გამოც ენერგოტონუსი ყველაზე დაბალია. რადგან ჯანმრთელობა არამდგრადია გაციების, ტრავმულ-ავარიული შესაძლებლობების ტენდენცია მატულობს. სხვადასხვა ცდუნებები, შეცდომები მოიმატებს. ამიტომ ეცადეთ მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი, არ გაცივდეთ, გამოიძინეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი გააკეთოთ. რაც გასაკეთებელია გააკეთეთ, ოღონდ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება. მეტი თავდაჭერა გმართებთ ურთიერთობებში, რადგან თქვენმა იმპულსურობამ და ფსიქოემოციურ მდგომარეობამ არ იჩინოს თავი. პერიოდი კარგია დაწყებული პროექტების დასამთავრებლად. 

კურო

ენერგოტონუსი იმატებს, ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან ერთად იმუნიტეტიც მოიმატებს, რაც ნიშნავს იმას, რომ კარგად გაუგებთ ადამიანებს და მათ მოქმედებებს. შეგიძლიათ სწრაფად და ზუსტად იმოქმედოთ, თუმცა გჭირდებათ ყურადღება წყალქვეშა დინებების გამო. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რადგან ემოციებმა შეიძლება კონფლიქტების მიზეზები შექმნას, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. თუ საჭესთან იქნებით ზედმეტად იმპულსურები, განვითარდება ტრავმულ-ავარიული ტენდენციები. ინტერნეტით შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანები. 

ტყუპები

მიმდინარე კვირაში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ. უცებ ხასიათის ცვალებადობამ შეიძლება იჩინოს თავი, რაც გაართულებს ურთიერთობებს კოლეგებთან, ახლობლებთან მიმართებაში. მოვლენებმა, რაც თქვენს ირგვლივ ვითარდება, შეიძლება თქვენი გეგმები შეცვალოს, რის გამოც მოგიხდებათ სწრაფი გადახედვა ზოგიერთი იდეისა, პროექტებისა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესული მდგომარეობა. იყავით ყურადღებით 5 რიცხვიდან, რადგან თქვენზე ზეწოლა გაიზრდება ხელმძღვანელების მხრიდან, თქვენ კი სიჯიუტეს გამოიჩენთ. ნუ ეცდებით იმოქმედოთ ისე, რომ შექმნათ ფარული მტრები. იყავით დიპლომატიურები. 

კირჩხიბი

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, იმუნიტეტიც მაღალია. იზრდება ინტუიცია, რომელზე დაყრდნობითაც შეძლებთ გააკეთოთ სწორი არჩევანი. აქტიურობის პერიოდი გაქვთ, თქვენსა და კოლეგებს, პარტნიორებს შორის ურთიერთგაგება მოიმატებს. პერიოდი ხელს უწყობს რომანტიკულ შეხვედრებს და პაემნებს. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენში თანაგრძნობის უნარი მატულობს, ამიტომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს თქვენი ემოციურობა, თანაგრძნობა ძალიან მიიზიდავს. სამშაბათიდან კონფლიქტების ალბათობა მოიმატებს, მით უმეტეს, თუ შემოსავლის არასწორი გადანაწილება მოხდა, თქვენ გექნებათ მძაფრი რეაქცია, რაც გახდება კონფლიქტის მიზეზი.  ასევე, მეტი წინდახედულობა და სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. უცხოელებთან კონტაქტებისა და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის კარგი პერიოდია.

ლომი

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი და იმუნიტეტი დაბალია. მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ კარიერულ შესაძლებლობებს, პერსპექტივებს, კარგი პერიოდია ახალი სამსახურის დასაწყებად. თუმცა, ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული წინაღობა პარტნიორთა მხრიდან. თქვენს შორის შეიძლება საკონფლიქტო მდგომარეობები შეიქმნას, რაც დაშორებით დასრულდება. იყავით ფრთხილად და ყურადღებით. 

ქალწული 

ენერგოტონუსი მაღალი, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. პოზიტიური შესაძლებლობები უდავოდ გაქვთ, თქვენ უნდა ისწავლოთ საწინააღმდეგო აზრის სათანადოდ გაგება და მიღება. ნუ უსმენთ მხოლოდ საკუთარ თავს, რადგან ეს გამოიწვევს გაუგებრობებს. ზედმეტი სიხისტე, სიჯიუტე გახდება მიზეზი კონფლიქტებისა. იყავით დიპლომატიურები ურთიერთობებში, ასევე პარტნიორებთან მიმართებაში გმართებთ მეტი ყურადღება. 

სასწორი

ენერგოტონუსი მცირდება, ვერ ვიტყვით, რომ თქვენთვის მშვიდი პერიოდია. გექნებათ ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი, ვალდებულებების გასტუმრების აუცილებლობა გექნებათ, თუმცა ამასთან ერთად ახალი ფინანსური პერსპექტივები გამოჩნდეს. გექნებათ სასიკეთო ცვლილებებიც, თუმცა ამასთან ერთად გექნებათ უამრავი საქმე. რადგან თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, დაიღლებით უფრო მარტივად, აი ეს შეგიქმნით დისკომფორტს. დაიოკეთ თქვენში მომატებული ამბიციები. 

მორიელი 

გაქვთ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, შანსები თქვენი წარმატებისა უდავოდ მაღალია. კონკურსებსა და ლატარიებში მონაწილეობა ფრიად წარმატებულია. გაიუმჯობესებთ ავტორიტეტს პარტნიორებთან, შვილებთან. თქვენი თვითრწმენა მოიმატებს, თუმცა ამავდროულად ვერ აიტანთ კრიტიკას. გამოავლენენ თქვენს მიმართ უნდობლობას, რაზედაც არ უნდა გქონდეთ მძაფრი რეაქცია. ყოველივე ამის შედეგად შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გაჩნდნენ ახალი პარტნიორები, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენს ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს.  გამოიჩინეთ მეტი ყურადღება.

მშვილდოსანი

ენერგოტონუსი დაბალია, მნიშვნელოვანია ნათესავთა და ახლობელთა მხარდაჭერა, თუმცა ურთიერთობები არასტაბილურია, რადგან ხდებით უკომპრომისო. ამას ემატება თქვენი სარკასტული გამონათქვამები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გახდება კონფლიქტის მიზეზი. ამ ნეგატიურ ტენდენციებს მიაქციეთ ყურადღება, სამშაბათიდან კი თქვენსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებს შორის მიაღწევს პიკს. გამოიჩინეთ მაქსიმალური დიპლომატია, არ დაძაბოთ სიტუაციები. 

თხის რქა 

პერიოდი პოზიტიურია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს კი თქვენში განავითარებს შრომისუნარიანობას, ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მოთმინებას, რაც საერთო ჯამში კარგია. პერიოდი კარგია ნაყოფიერი შეხვედრებისთვის, კონტაქტებისთვის, მოლაპარაკებებისთვის. შეიძლება ჩამოაყალიბოთ ახალი პარტნიორული ურთიერთობები, ჩამოაყალიბებთ ახალ იდეებს, რის მატერიალურ რეალიზაციასაც მოახდენთ. სამშაბათიდან ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ, რაციონალურად გამოიყენეთ თქვენი რესურსები, მათ შორის ფინანსური. გირჩევთ თავი შეიკავოთ კაპიტალ დაბანდებებისგან და შესყიდვებისგან.

მერწყული 

თქვენი თვითრწმენის უნარი დამოკიდებული იქნება თქვენს ირგვლივ საერთო სტაბილურობასა და ფინანსებზე. საოჯახო საქმეები ითხოვს მეტ ფინანსურ ხარჯს თან ამავდროულად დაინტერესებული ხართ შეცვალოთ სახლის დიზაინი, რაც რთული იქნება. დაძაბულობის ალბათობა მოიმატებს. არის დიდი რისკი გაერთოთ ხარჯით და რეალურად შემოსავალზე მეტი გასავალი გქონდეთ, ეს კი ნეგატიურ დაღს დაასვამს თქვენს პირად ბიზნესსა და ოჯახის ბიუჯეტს.

თევზები 

ახლა თქვენი დროა! თქვენი შარმი, კრეატიულობა ერთიორად მოიმატებს, ენერგოტონუსი მაღალია, იმუნიტეტიც მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია და ფსიქოემოციურად სტაბილური ხდებით. ეს ის პერიოდია, ხელმძღვანელებმა თქვენი შესაძლებლობები შეიძლება კარგად წარმოაჩინონ. გაზრდით ავტორიტეტს, თავს კარგად იგრძნობთ, მოიმატებს კომუნიკაბელურობა თქვენში. ინტერესების ფართო სპექტრი გექნებათ, თუმცა სამშაბათიდან იყავით ფრთხილად, რადგან ძველმა დაუსრულებელმა საქმეებმა შეიძლება იჩინონ თავი. თავს იჩენენ ფარული მტრები და მოშურნეები.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავა, რის გამოც ყველა ზოდიაქოს ნიშანს მართებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ქობულეთში ქალი ხიდიდან მდინარეში გადავარდა

„სურათის გადაღების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა“ - ქობულეთში, ხიდიდან გადავარდნილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია