Digest Logo

ქობულეთში ქალი ხიდიდან მდინარეში გადავარდა

1709534388
პოლიცია პოლიცია

ქობულეთში, სოფელ ხუცუბნის ხიდიდან ქალი გადავარდა. შემთხვევა 3 მარტს მოხდა. როგორც „დაიჯესტისთვის“ ცნობილი გახდა, დაშავებული ხიდზე ველოსიპედით სეირნობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„საშუალო სიმძიმის მდგომარეობა არის, მოტეხილია მე-12 მალა ხერხემლის და ჯერჯერობით ოპერაცია არ სჭირდება. დაკვირვების ქვეშ არის, სხვა მეტი დაზიანებები არც მუცლის ღრუში, არც ტვინის შერყევა არ აქვს. კონტაქტურია, ახსოვს ყველაფერი, არანაირი პრობლემა არ არის. სტაციონარში იქნება რამდენიმე დღე“, - განაცხადა ქობულეთის ჰოსპიტლის დირექტორმა გელა გორგილაძემ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„სურათის გადაღების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა“ - ქობულეთში, ხიდიდან გადავარდნილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია

⭕საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

⭕„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!“, „დედაშენი არის ღმერთი“ - ქართველი მწერლების საუკეთესო შემოქმედება დედაზე