Digest Logo

„აკონტროლეთ სიტყვები, იყავით დელიკატური და ფრთხილად მოეკიდეთ ფინანსებს“ - 4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1756931719
ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ზოდიაქო

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს: 

„ჰოროსკოპი 4 სექტემბრისთვის: 

მთვარის დღე — 12 / 13

მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე თხის რქაში / მერწყულში

ვერძი – გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები, იყავით აქტიური და მიზანმიმართული.

კურო – მეტი კომუნიკაცია და მოქნილობა დაგეხმარებათ წარმატებაში, ჯიუტობა შედეგს არ მოიტანს.

ტყუპები – საუკეთესო დროა, ძველი საქმეების დასრულებისთვის; გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია.

კირჩხიბი – გუნდური მუშაობა და უფროსთა რჩევები წარმატებას მოგიტანთ.

ლომი – მიიღეთ მიწვევები და ახალი ემოციები, მაგრამ ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.

ქალწული – შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა კარიერულ წინსვლას მოგიტანთ.

სასწორი – თქვენი იდეები მხარდაჭერას მიიღებს; პრობლემები სწრაფად და მტკიცედ მოაგვარეთ.

მორიელი – ილაპარაკეთ გულწრფელად და მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს.

მშვილდოსანი – აკონტროლეთ სიტყვები, იყავით დელიკატური და ფრთხილად მოეკიდეთ ფინანსებს.

თხის რქა – ენერგია გონივრულად გამოიყენეთ; საღამოს სასიამოვნო ამბები გელოდებათ.

მერწყული – გამოიყენეთ კრეატიული მიდგომა, დაეყრდენით ინტუიციას და იფიქრეთ დამატებით შემოსავლებზე.

თევზები – ენერგია მაღალ დონეზეა; წარმატებით დაასრულეთ ძველი საქმეები და იმუშავეთ გუნდურად“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, რომელსაც იტალიაში მანქანა დაეჯახა

🎥 ნუკი კოშკელიშვილი ნიუ-იორკში დაბრუნდა - ორსული მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს

„ყოველდღე უფრო და უფრო ლამაზდები, იხვეწები, მშვენიერი ხარ“ - ნინო ჩხეიძე წითელ კაბაში პოზირებს