ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად უზიარებს საზოგადოებას რეკომენდაციებს. ამჯერად, იგი საინტერესო რჩევას უზიარებს გამომწერებს და ამბობს, რომ ვისაც ძილის პრობლემები აწუხებს, მათთვის ბუნებრივი გამოსავალიც არსებობს და უნდა მიიღონ კივი.
„კივი არის საოცრება, შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ თუ თქვენ გაწუხებთ უძილობა და ჩაძინება ძალიან გიჭირთ კივს შეუძლია, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგიგვაროთ.
ეს ხილი შეიცავს მელატონინს და სერატონინს. დღეში რამდენჯერმე უნდა მიირთვათ და უძილობასთან ერთად შეკრულობასაც უშველის. ის ასევე ეხმარება იმუნიტეტსაც, რადგან შეიცავს C ვიტამინს“, – ამბობს გიორგი
ღოღობერიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვამტყუნებ ჩემს თაყვანისმცემლებს...“ - რა დააკარგვინა ნინი ბადურაშვილს ცნობადობამ?