
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ დაბნელებების დერეფანში, დღევანდელი დღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე 19 სექტემბერია.
„#ვენერასდაბნელება
მეგობრებო, ამ დაბნელებების დერეფანში, დღევანდელი შემდეგ (შუა წერტილია), ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გვაქვს 19 სექტემბერი.
სწორედ პარასკევს, გვაქვს ვენერას დაბნელება, რეგულის სამეფო გრადუსზე.
წელიწადში დაახლოებით ორი დღე გვაქვს ასეთი, ისიც ყოველთვის არ ჩანს ხოლმე, თუ გავითვალისწინებთ სამეფო ვარსკვლავ რეგულს, აქ დიდი ძვრების მომტანი შეიძლება იყოს ცნობადი ადამიანების პირად სივრცეში და თქვენთვისაც.
P.S. ფოტოზე გამოსახულია ვენერას 8 წლიანი ციკლის მოძრაობის გამოსახულება
მაიას ტომი ასტროლოგიაში ყველაზე დიდ ყურადღებას ვენერას აქცევდა.
ნახევარკუნძულ იუკატანზე, მექსიკაში არის კოშკი ელ-კარაკოლი (ლოკოკინა) რომლიდანაც თვალყურს ადევნებდნენ (განსაკუთრებით კარგად ჩანს) ვენერას მოძრაობას.
ინკები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ვენერას, აცტეკები კი, მას ეძახდნენ "ვარსკვლავს , რომელიც ეწევა"
p.s. ერთ-ერთი გავრცელებული აზრით ვენერას გადახურების შედეგად მოხდა პლანეტაზე ვულკანური ამოფრქვევების გააქტიურება (გოგირდწყალბადის, მეთანის და სხვა ელემენტების ზემოქმედებით) და ეს პროცესი იყო იმდენად მძლავრი და მასშტაბური, რომ დედამიწიდანაც კი მოჩანდა პლანეტა, რომელსაც "ბოლი ასდიოდა" ანუ "ეწეოდა" და ეს პლანეტა იყო ვენერა ,“ - წერს ქეთი ოდიშელი.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი დაიწყო. ის მთვარის დაბნელებით გაიხსნა და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით დასრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 სექტემბრამდე არსებული პერიოდი ადამიანებისათვის ბევრი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემო ყოველი წამის ბედნიერებავ!“ – ნანუკა გულუა და კახა კაშია ქორწინების 4 წლის იუბილეს აღნიშნავენ
⭕„ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც 90-იანებში საქართველო გააფერადა“ - დიზაინერი თათა ვარდანაშვილი