Digest Logo

„ამ დღეებში დაწყებული ყველაფერი, დროის ფუჭად კარგვა იქნება...“ - ეკა კვარაცხელია თებერვლის კრიტიკულ პერიოდზე

1770017099
ეკა კვარაცხელია

ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ინფორმაციულ პოსტს აქვეყნებს, სადაც რეტროგრადულ მერკურზე წერს და თვის თილისმას ასახელებს.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, მზისა და მთვარის დაბნელებების დროს არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება:

„3 თებერვლიდან 5 მარტამდე არის ლითონის ვეფხვის თვე.

რეტროგრადული მერკური - არ უნდა დაიწყოთ ახალი პროექტები, მაგრამ ძალიან ხელსაყრელია ძველი, მოუგვარებელი პროექტების დასასრულებლად, აზრების მოსაკრებად და საქმეების მოსაწესრიგებლად.

26 თებერვალი - 20 მარტი

მზისა და მთვარის დაბნელების დღეები: ეს დღეები არ არის რეკომენდებული ახალი მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად ან მოგზაურობისთვის:

17 თებერვალი - მზის დაბნელება
3 მარტი - მთვარის დაბნელება

დანაკარგი - 15 თებერვალი

ნამდვილი დანაკარგი - 16 თებერვალი

ამ დღეებში დაწყებული ყველაფერი დროის ფუჭად კარგვა იქნება.

თვის თილისმა გახლავთ მანდარინი - მანდარინი და მანდარინის ხე არა მხოლოდ სიმბოლურად გამოხატავს წარმატებასა და კეთილდღეობას, რომლის ნახვაც მთელი წლის განმავლობაში გვსურს, არამედ ასოცირდება კარგ ჯანმრთელობასთან და წარმოადგენს სულის უჭკნობ სილამაზესა და ახალგაზრდობას“, - წერს ეკა კვარაცხელია.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: „გვაქვს სავსემთვარეობა და სამი გეომაგნიტური დღე“ - ვინ უნდა იყოს ფრთხილად და ვის გაუმართლებს?

🎥 „თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა...“ - ქვემო ქართლის პოლიციამ 3 პირი დააკავა

🎥 „ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა მეუღლეს“ - დაკავებულია 1 პირი