Digest Logo

„ამ დღეს ნაგვის გატანით სიმდიდრესაც გააყოლებთ...“ - რისი გაკეთება არ შეიძლება „მარწყვის“ სავსემთვარეზე

1782828542
სავსემთვარე სავსემთვარე

🌕30 ივნისი - „მარწყვის“ სავსემთვარე🍓 (ასევე უწოდებენ თაფლის მთვარეს) ზაფხულის განსაკუთრებული ეპიზოდი, დასასრულს და დასაწყის შორის გარდამავალი კიბე.

ჩვენ უკვე ვგრძნობთ ძლიერ ენერგიებს, ეს არის დიდი შინაგანი ტრანსფორმაცია, რომელიც ყველა ჩვენგანში ინდივიდუალურად ჩაივლის და გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩენთ ზრდას და ცვლილებას.

ეს არის მომენტი, როდესაც უნდა გადავხედოთ ყველა ჩვენს მიღწევას, რომელიც შევასრულეთ.

ჩავუღრმავდეთ შფოთვებს და დავძლიოთ ის შიშები, რაც აქამდე აფერხებდა თითოეულის განვითარებას ან ბლოკავდა საკუთარ თავს.

სავსემთვარე ხომ ისედაც საოცარია მისი ძლიერი მომაჯადოებელი ენერგიით, ის მოქმედებს არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ მთლიანად ბუნებაზე, ცხოველებზე და წყლის ორგანიზმებზე.

თხის რქის ნიშანში სავსე მთვარე დაკავშირებულია ფულთან, სამუშაოსთან და კეთილდღეობასთან. ამ ღამის შემდეგ მთვარე დაიწყებს კლებას და თან გაიყოლებს ყველაფერს რაც ფინანსურად ხელს გიშლიდათ.

ზაფხულის პირველ სავსე მთვარეს თაფლს სკებიდან აგროვებენ. ამ ღამეს „ფული ხელებზე მეკვრება თაფლივით“.

რისი გაკეთება არ შეიძლება:

🍓1. დღეს არ გაასესხოთ თანხა, დიდი ალბათობით ის არ დაბრუნდება

🍓2. არ იჩხუბოთ ფულის გამო!

🍓3. არ გასცეთ დიდი ფინანსური რჩევები.

🍓4. ამბობენ, რომ ამ დღეს ნაგვის გატანით სიმდიდრესაც გააყოლებთ.

კარგი ნიშანია თუ:

🍯1. მიიღე საჩუქარი

🍯2. დაბრუნდება ვალი

🍯3. იპოვე ფული.

🍯4. მიიღებ შეკვეთას, სამუშაოს.

🍯5. ახალ ამბავს გაიგებ.

 ასევე დაგაინტერესეთ:

„საოცარი გოგო... უსექსუალურესი“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

კრიზისული ურთიერთობების მართვა ოჯახში, როგორც ორგანიზაციის მცირე მოდელში - ფსიქოთერაპევტის სტატია

⭕ „შეეცადეთ, მოერიდოთ თამამ დაპირებებს“ - იუპიტერის ერთ წლიანი ტრანზიტი ლომში: აკაკი გოგოლაძეს ასტროპროგნოზი