Digest Logo

„ამ დღეს თმის შეჭრა, სასიკეთოდ აისახება ჯანმრთელობაზე“ - 21 იანვრის ასტროტენდენციები

1768998039
მთვარის მეორე დღე:

დღეს, 21 იანვარს მთვარის მეორე დღეა - როგორი იქნება ეს დღე, რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და რა არის ამ დღის თავისებურებები? -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones წერს. 

„მთვარის მეორე დღე:

დღის სიმბოლო: რქა, ხახა.
დღის მინერალები: აქატი, ქალცედონი, ჟადეიტი.

დღის აღწერა:

ოკულტური ტრადიციების მიხედვით, მთვარის მეორე დღე - ევას დღეა. პირველ დღესთან შედარებით მას მეტად შეეფერება მოქმედება. ამ დღეს უკვე შეგვიძლია ჩანაფიქრის განხორციელება. თუმცა ძალიანაც ნუ ვიჩქარებთ: ჯერ არც ისეთი ბევრი ენერგია გვაქვს, ორგანიზმი ჯერ კიდევ იკრებს ძალას თვის მომდევნო დღეებისთვის.

ვარცხნილობა:

ამ დღეს თმის შეჭრა სასიკეთოდ აისახება თმისა და ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. ასევე გვეხმარება ორგანიზმის ენერგიის განახლებაშიც. თუ თმის შეღებვას გადავწყვეტთ - სჯობს ბუნებრივი საღებავები გამოვიყენოთ. შეგვიძლია ვარცხნილობის სტილის შეცვლაც. ეს ყველაფერი ენერგეტიკულად გაგვაძლიერებს, მოგვცემს ახალ იმპულსს, აგვიმაღლებს ტონუსს, გაგვხდის უფრო პროდუქტიულს.

მებაღეობა:

ახალმთვარეობისას მცენარეების ზრდის ახალი ციკლი იწყება, ამიტომ, კარგია ბაღში მუშაობა. მთვარის მიზიდულობის შემცირების გამო, მცენარეები უკეთესად შთანთქავენ მიწაში არსებულ მინერალებს. მიწა ხდება ბევრად ნაყოფიერი და „ცოცხალი”.

ამ დღეს გირჩევთ:

გამოვიყენოთ დღის გამორჩეული ძალა: მთვარის მეორე დღეს ყველაფერი გვეძლევა იმისათვის რომ ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ. რამდენად შევძლებთ - ჩვენზეა დამოკიდებული. დღის დაგეგმვისას გავითვალისწინოთ, რომ პირველი ნახევარი გეგმების ჩამოყალიბებისთვის შესაფერისია, თუმცა, სჯობს ჩანაფიქრის შესახებ არავისთან ვისაუბროთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა. შეიძლება დღის მეორე ნახევარში ბევრი გაუთვალისწინებელი საქმე დაგვატყდეს და ჩანაფიქრის განხორციელება, უბრალოდ, ვეღარ მოვახერხოთ.

საქმეების წამოწყებისას, გვახსოვდეს, პირველი ნაბიჯი გადამწყვეტია. განსაკუთრებით ამ დღეს, ჩვენს გადაწყვეტილების სიმტკიცეს გამორჩეული მნიშვნელობა აქვს.

თუ რაიმეს გაკეთებას განვიზრახავთ არავითარ შემთხვევაში წარმატების მიღწევაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.

ეჭვების გადასალახად საკმარისი დრო გვქონდა, ამიტომაც აღარ ღირს ფორიაქი. სხვანაირად, ეჭვი ჩვენს ქმედებებს როგორც შხამი ისე მოედება და ვეღარფერს შევძლებთ.

კონკრეტულად რისი გაკეთება სჯობს მთვარის მეორე დღეს?

სიმართლე რომ ითქვას, რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა ამ დღეს არ გვაქვს. თუმცა, ყველაზე შესაფერისი განათლებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაა. მაგალითად, შეგვიძლია რაიმე საგნის შესწავლა დავიწყოთ ანდაც კურსებზე ჩავეწეროთ. ეს დღე კარგია შორეული მოგზაურობებისათვისაც. 

დღის თავისებურებები:

მთვარის მეორე დღეს თავისი დამახასიათებელი ნიშანთვისებები აქვს.

პირველი: ყველაფერი, რასაც ბედისწერა ამ დღეს მოგვცემს აუცილებლად გამოგვადგება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავიდან, ნაკლებად სასიამოვნოდ ან უსარგებლოდ მოგვეჩვენება 

გვახსოვდეს, უიღბლობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამოუყენებელი შესაძლებლობები.

მეორე: ამ დღეს ღამის 12-დან დილის 3 საათამდე არაფრის გაკეთება არ შეიძლება. მაშინაც კი თუ „ღამურა ხართ”, ამ საათებში ენერგეტიკული ვიბრაციები არასტაბილურია და შესაძლებელია უსიამოვნო მოულოდნელობები დაგვატყდეს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემო საამაყო შვილო, შენ ხარ მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი...“ - ილია თოფურია იუბილარია

⭕„ადამიანს ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ წარმავალია და ჭეშმარიტების გააზრებას ვერ ასწრებს“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ეს არის შეფასების, დაგეგმვისა და მოთმინების დღე“ - 21 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი