Digest Logo

„ამ ფეთქებადმა ძალამ შეიძლება, დაანგრიოს ძველი ურთიერთობები, კავშირები და ცხოვრების ჩვეული წყობა“ - ეზოტერიკოსი 2026 წლის ერთ-ერთი საკვანძო კვირაზე

1771315292
თამუნა იოსელიანი

მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2026 წლის საკვანძო კვირის შესახებ წერს და რჩევებს გვიზიარებს. 

როგორც იგი წერს დღეს, 17 თებერვალს გველოდება ახალმთვარეობა, მზის დაბნელება, რომელიც გახსნის დაბნელებების დერეფანს, და ჩინური ახალი წელი - ოფიციალურად ძალაში შედის ცეცხლოვანი ცხენის წელი.

„2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო კვირაა. ამ დღეებში ჩადებული მოვლენები შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს.

დავიწყოთ იმით, რომ ეს არის „მასლენიცის“ კვირა. ეს ზამთართან გამოთხოვების დღესასწაულია და სიმბოლურად ძველი წლის გაცილებასა და ახლის მიღებას ნიშნავს.

დღეს გველოდება: ახალმთვარეობა, მზის დაბნელება, რომელიც გახსნის დაბნელებების დერეფანს, და ჩინური ახალი წელი - ოფიციალურად ძალაში შედის ცეცხლოვანი ცხენის წელი.

რკალოვანი მზის დაბნელება მერწყულში დღეს, 17 თებერვალს, გახსნის დაბნელებების დერეფანს. ეს იქნება რთული დაბნელება, რადგან ურანი კვადრატურაშია დაბნელებასთან და მოაქვს ცვლილებების ენერგია. ამ ფეთქებადმა ძალამ შეიძლება დაანგრიოს ძველი ურთიერთობები, კავშირები, კოლექტივები, თვითგამოხატვის თავისუფლება და ცხოვრების ჩვეული წყობა.

დაბნელება მერწყულში ხსნის პრინციპულად ახალი ცხოვრების ციკლს.

მერწყული - მომავლის, თავისუფლებისა და რადიკალური ცვლილებების ნიშანია. დაბნელება თითქოს „ანულებს“ ძველ პროგრამებს (შიშები, ფინანსური სირთულეები, მარტოობა) და ატვირთავს ახალს. იდება საფუძველი 18 წლით. მზის დაბნელება ყოველთვის უკავშირდება პიროვნებას. როგორ წარმოაჩენთ საკუთარ თავს ახლა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებთ - განსაზღვრავს თქვენი განვითარების ვექტორს მთელი კარმული ციკლის განმავლობაში (18,5 წელი).

ასევე ამ კვირაში მოხდება მნიშვნელოვანი ეპოქალური მოვლენა - ნეპტუნი და სატურნის შეერთება 0° ვერძში. ეს ისტორიული მომენტია, რომელზეც მომავალში ისტორიის სახელმძღვანელოებში დაწერენ. იწყება ახალი ეპოქის ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი. იბადება ახალი ცხოვრების ფილოსოფია, იდეოლოგია, სამყაროსა და საზოგადოების ახლებური გაგება. ვიწყებთ ილუზიებზე უარის თქმას და ვირჩევთ მოქმედებასა და აქტიურ გადაწყვეტილებებს. ეს დროა გაბედულების, აქტიურობის, ახალგაზრდული და პროგრესული სულისკვეთების.

ამ კვირაში აუცილებლად მოუსმინეთ სამყაროს ნიშნებსა და მინიშნებებს. ისინი შეიძლება მოვიდეს ინფორმაციის, სიზმრების, სიმბოლოების ან ადამიანების მეშვეობით“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს სიყვარული ზრუნვასა და დეტალებშია, ცხენის წელი შენს სტიქიაშია, ეს შენი წელია!“ - 17 თებერვლის კოსმოსური ამბები

⭕17 თებერვალს მზის დაბნელება და ახალი მთვარეა - რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

⭕🎥 შორენა ბეგაშვილმა ნიშნობის შემდეგ ძვირად ღირებული საჩუქრები მიიღო - რა კადრებს გვიზიარებს მოდელი