Digest Logo

„ამ ღამეს ბნელი მაგიის მსახურები ხელიდან არ უშვებენ და აწყობენ სხვადასხვა სახის ბოროტი ძალების მოხმობის რიტუალებს...“ - რას წერს ასტროლოგი

1777574560
ასტროლოგია

🌕✨30 აპრილი 1 მაისი🌕✨

🌹- ბალტეინი ძველი კელტური დღესასწაული რომელიც დაკავშირებულია სიყვარულთან და ვნებასთან, რომელიც ერწყმის ბუნების სიცოცხლის ძალას. ეს არის დრო როცა სურვილებს კიდევ უფრო აძლიერებს ცეცხლის ენერგია და აერთიანებს წყვილებში ღრმა გრძნობას.

🔥- ვალპურგის ღამე წარმართული საგაზაფხულო დღესასწაული რომელიც წარმოდგენილია როგორც "დაცემულთა ზღუდე". ამ ღამეს სისუსტის ჟამი დგება ცოცხლებსა და მკვდრებს შორის. ინთება ცეცხლი ბოროტი სულების მოსაგერიებლად, რომლებიც ცოცხლებს შორის ქაოტურად ხეტიალობენ.

ამ ღამეს ბნელი მაგიის მსახურები ხელიდან არ უშვებენ და აწყობენ სხვადასხვა სახის ბოროტი ძალების მოხმობის რიტუალებს. ძველად ამის გამო შებინდებისას გარეთ არავინ გადიოდა, არ უშვებდნენ ბავშვებს, და სახლზე კიდებდნენ სხვადასხვა დამცავ მცენარეებს. როგორც ცნობილია ამ დღეს გარდაიცვალა ოდინი, რუნების ცოდნის დასაბრუნებლად. იმის გამო რომ ვალპურგის ღამე დაემთხვა ბალტეინს, თანამედროვე ეპოქაში ეს ორი დღესასწაული გაერთიანდა.

🌕ეს ღამე ითვლება როგორც ძლიერი გარდამტეხი მომენტი, რადგან ასევე გვემთხვევა სავსე მთვარე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ენერგიას. შესაბამისად მისი ეფექტი ყველასთვის ინდივიდუალური იქნება და რთულია იმის თქმა ვის ცხოვრებაში რა შეიცვლება.

🙏 გაზრდილი ინტუიციის და ქაოსური სიზმრების ფონზე მიიღებთ ბევრ ინფორმაციას თქვენზე, რომელიც ჯობს ჩაიწეროთ.

🔮🪄დღის რეკომენდაციაა სულიერი პრაქტიკები, ბუნებასთან კონტაქტი, სხვადასხვა სახის რიტუალები სიყვარულის და ნაყოფიერების მოსაზიდად, ნებისმიერი მაგიური აქტივობა ასჯერ ძლიერი იქნება. გაწმინდეთ სახლი საკმევლით და შეიგრძენით მაგიური დღეები. შევიქმნათ პოზიტიური გარემო და თავი ავარიდოთ ყოველივე ნეგატიურს, აირიდეთ კამათი და ჭორები, ნუ დავაზიანებთ ერთმანეთს სიტყვით.

ასევე დაგაინტერესებთ:

💥 „არა“ - როგორც ფარი: რატომ გვანადგურებს ხშირად ჩვენივე სიკეთე?

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

„კაციც ადამიანია, აქვს უფლება იყოს სუსტი, სევდიანი, იტიროს, დაემართოს დეპრესია, სახლში დარჩეს შვილის გასაზრდელად და ცოლმა იმუშაოს“ - ლევან შელეგია