2024 წლის მთავარი სიმბოლო - მწვანე ხის დრაკონი არაერთ ადამიანს წარმატებასა და აღიარებას ჰპირდება და სწორედ 10 თებერვალს, შაბათს შემოდის დრაკონის წელიწადი ოფიციალურად.
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ამ კვირაში მე-13 ახალმთვარეობა გვაქვს.
მიმდინარე კვირის ტენდენციებს რაც შეეხება, ასტროლოგის თქმით, უმჯობესია 10 თებერვალს დადებითი განწყობით შემხვდეთ, რადგან მთელ წელს ასე გაატარებთ.
ნახეთ, როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:
ვერძი
წყალქვეშა დინებები გვაქვს 9 და 11 რიცხვში. ეს სამი დღე, რომელიც პროვოკაციულია, ყველა ნიშანს ექნება პრობლემა. მთლიანობაში კარგი კვირაა, ენერგიული, ინიციატივიანი, აქტიური ხართ და შესაძლებლობები არნახულად მაღალია. ბიზნესი, კარიერული განვითარება, რეფორმების შესაძლებლობა, შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოთ. ძველ ურთიერთობებს მაღალ საფეხურზე აიყვანთ.
კურო
წესით ახლა კურო ცუდ მდგომარეობაში უნდა იყოს, თუმცა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ამიტომ კარგადაა. ეს გვაძლევს საშუალებას რთული პერიოდი შედარებით ადვილად გავიაროთ. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ცოტა მეტად გამოიძინეთ და დაასვენეთ საკუთარი თავი. პრობლემები გაქვთ სულსწრაფობის კუთხით. ნუ აჩქარდებით!
ტყუპები
ახლა თქვენი დროა! აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. გაქვთ იდეების საინტერესო გენერირების მეთოდები. საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის, უცხოელებთან პარტნიორული ურთიერთობებისთვის. თქვენი წყალქვეშა დინება იმპულსურობაშია. გინდათ 10 საქმე ერთად აკეთოთ.
კირჩხიბი
ჯანმრთელობა არამდგრადია, ენერგოტონუსი დაბალია. გამოძინება გჭირდებათ, თუმცა სტაბილური კვირა გექნებათ, რადგან დედამიწა გეხმარებათ. შანსები წარმატების გაქვთ საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობა იქნება საკმაოდ წარმატებული. თქვენი წყალქვეშა დინებაა წინადადებები, რომელიც წაგებიანი იქნება. ნუ აჰყვებით შეთავაზებებს და იაზროვნეთ პრაგმატულად.
ლომი
ყველაფერი წინ გაქვთ! აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ. გაქვთ შანსი გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. მაგრამ თქვენი სუსტი წერტილი არის პარტნიორული ურთიერთობები. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია.
ქალწული
ხართ შეუპოვარი, მომთმენი, ნებისყოფიანი, მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი დაბალია, მაინც არ ნახული ძალა გაქვთ. საკუთარ პოზიციებს კბილებით იცავ, ეს თვისება კი არ მოეწონება თქვენს კოლეგებს და ხელმძღვანელებს. კარგი იქნება თუ ნაკლები ურთიერთობა გექნებათ კოლეგებთან. კარგი იქნება თუ იმოგზაურებთ.
სასწორი
ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. წარმატების შანსი გაქვთ კონკურსებში და ლატარიებში. გაქვთ საინტერესო იდეები და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები. პრობლემები გაქვთ მოულოდნელი ცვლილებების გამო, რისთვისაც შეიძლება არ იყოთ მზად.
მორიელი
ენერგოტონუსი დაბალია, მაგრამ ეს ნაკლებად გამოჩნდება, თუ კარგად გამოიძინებთ. გაქვთ ბევრი წინადადებები, საინტერესო შესაძლებლობები, შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო საკითხები გადაწყვიტოთ კარგად, მაგრამ პარტნიორული კრიტიკა და კონფლიქტები გექნებათ სასიყვარულო პარტნიორებთან. არ იყოთ ზედმეტად მკაცრი, ფიცხი და სარკასტული.
მშვილდოსანი
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით აღსავსე ხართ. საინტერესო იდეებთან ერთად, გაქვთ პედაგოგიური ნიჭი, ამიტომ სურვილი გიჩნდებათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვასაც გაუზიაროთ. წარმატების შანსი უდავოდ გაქვთ. შესაძლოა ინტერესთა დაჯახება მოხდეს თქვენს სამუშაო ჯგუფში. კარგად განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები!
თხის რქა
აქტიური ხართ, მაგრამ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ადვილად მოახდენთ დახარჯული ენერგიის აღდგენას. რეფორმაციის პერიოდი გაქვთ. შეიძლება მოხდეს ტრანსფორმაცია თქვენს სულიერ მდგომარეობაში. ძველ კავშირებს გაწყვეტთ, მოიშორეთ ის, რაც ხელს გიშლით. არავითარი კაპიტალდაბანდებები არ განახორციელოთ.
მერწყული
ამ ნიშანს პლანეტების აღლუმი აქვს. ყველაზე წარმატებული, ენერგიული, მიმზიდველი ნიშანი ხართ ამ კვირაში. ყველაფერი გამოგდით, მაგრამ მოიმატებს ამბიცია, რაც ხელს შეგიშლით და დაგაპირისპირებთ გარშემომყოფებთან.
თევზები
წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ენერგოტონუსი გაქვთ. დაბადების წინა პერიოდი გაქვთ, რის გამოც ფარული მტრები და ჭორები თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ნუ გადაიღლებით და შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით. იუმორი გამოიჩინეთ და სტაბილურად გაივლით პერიოდს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: