10 ნოემბერს მზე და მარსი საკმაოდ ახლოს მივლენ ერთმანეთთან, ამ შეერთების პიკი 18 ნოემბერს უწევს.
რა ტენდენციებს გაააქტიურებს ეს და რა ცვლილებებს მოუტანს ის ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს?
აღნიშნულ მოვლენაზე ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„ჩემო ასტრო - მოყვარულო მეგობრებო, იწყება მორიგი რთული პერიოდი, რომლის შესახებაც მინდა გაგაფრთხილოთ.
საქმე ეხება მარსისა და ურანის ოპოზიციას კურო - მორიელის ღერძზე, რომელიც უკვე ჩართულია, მაგრამ ფონური ასპექტები დადებითი იყო და შედარებით იოლად გადაგვქონდა.
ხვალიდან ეს ოპოზიცია ბევრად უფრო მწვავედ საგრძნობი და შესამჩნევი გახდება, რადგან თანდათან თავის პიკს მიუახლოვდება და თანაც სხვა პოზიტიური ასპექტებიც იკლებენ.
10 ნოემბერს მზე და მარსიც საკმაოდ ახლოს მივლენ ერთმანეთთან, ამ შეერთების პიკი 18 ნოემბერს უწევს, ანუ მზე - ურანის ოპოზიციაც დაგვემატება.
პლუს სატურნისა და მარსის კვადრატურაც გვაქვს... თვის ბოლომდე უმეტესობა ამ ასპექტებისა ძალაში დარჩება..
განსაკუთრებით მწვავე პერიოდი უწევს 13 ნოემბრის ახლო - მახლო, რადგან ამ დღეს ახალმთვარეობაა და მთვარის ფაზის ცვლილება ცალკე ძაბავს ვითარებას..
ასეთი დაძაბული ასპექტაციის დროს მოსალოდნელია როგორც სხვადასხვა ტექნოგენური კატასტროფები, ავარიები, ხანძრები, ისე საომარი ვითარებების გამწვავება. ბევრ ბანკს შესაძლოა კომპიუტერული კოლაფსი შეემთხვეს.
საყოფაცხოვრებო დონეზე მოსალოდნელია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, ფინანსური სირთულეები.
ჩემი რჩევაა:
ამ პერიოდში არამც და არამც ამ იმგზავროთ თვითმფრინავით.
მოერიდოთ ხელისუფლებასთან/ კანონის წარმომადგენლებთან/ უფროსობასთან კონფლიქტებს. არ აიღოთ სესხი, ან კრედიტი.
არავითარ შემთხვევაში არ გაწიოთ არანაირი რისკი, მათ შორის ქირურგიული ჩარევებიც ძალზე სახიფათოა.
სახიფათოა სიმაღლეზე( სახურავზე, მაღალ კიბეზე, ხეზე) აძრომა, თუნდაც დაცული გეგონოთ თავი. სიფრთხილით მოეკიდეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, დენს.
ეცადეთ ეს დესტრუქციული ენერგია განმუხტოთ ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე, თუმცა ზედმეტი ძალისხმევა აქაც არ ვარგა - შესაძლოა რომელიმე კუნთი დაიზიანოთ.
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ადამიანებს, ვისაც ასცენდენტი, მზე ან მთვარე ჰყავთ კუროს, მორიელის, ლომის ან მერწყულის ნიშნების 16-22 გრადუსებზე. ან გაქვთ მარსის კონფლიქტური ასპექტები, (კვადრატი/ შეერთება/ ოპოზიცია) მზესთან, ურანთან ან სატურნთან.
თუ გადამოწმებას თვითონ ვერ ახერხებთ, მომმართეთ, და მომწერეთ თქვენი მონაცემები პირადში. ამას უფასოდ შეგიმოწმებთ.
ოღონდ კონსულტაცია, თუ როგორ მოიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა იქნება ფასიანი (50 ლარი).
პ.ს. დაბადების ზუსტი დროის ცოდნა აუცილებელია. დროის დადგენა არ შედის ზემოთ მითითებულ 50 ლარში“,- წერს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: