როგორია მიმდინარე კვირის ენერგეტიკა და ტენდენციები? - კვირის მოკლე ასტრო-პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგ მიხეილ ცაგარელისგან.
♈ ვერძი
ვერძს ახლა აქვს საინტერესო სურვილები, იდეა, პროექტი და უცებ შეიძლება ამ ყველაფრის სხვანაირად განხორციელება მოინდომოს, რამაც შეშფოთება გამოიწვიოს მის პარტნიორში. ამან კი შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა პარტნიორებთან. ვერძს ამიტომ მართებს ორიგინალური გზების პოვნა, ყველას თავისი შეხვდეს. ცოტა ყურადღება ჯანმრთელობის მიმართ.
♉ კურო
წარმატებული ფაქტორი აქვს ბევრი, მაგრამ დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია და ყველა ნიშანს წყალქვეშა დინებებს უქმნის, რაც კუროს პრობლემას შეუქმნის პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან, რადგან მისი ნათქვამი შეიძლება არ იქნეს კარგად და სწორად აღქმული.
♊ ტყუპები
რაც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, ახლა ბევრ სირთულეებს წააწყდება. პირად ცხოვრებაში რისი სურვილიც ჰქონდა და იმედიც ჰქონდა, შეიძლება ისე არ ასრულდეს როგორც მას სურს. მოერიდოს მემკვიდრეობითი საკითხების მოგვარებას. სტაბილიზაცია სჭირდება ნათესავებთან ურთიერთობას.
♋ კირჩხიბი
ენერგოტონუსი კარგია, ჯანმრთელობა სტაბილური, ინტუიცია მზარდია, გაითვალისწინოს ილუზიების ალბათობა. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მის მოტყუებას შეეცდებიან. ზოგიერთი იდეის რეალიზაცია შეეძლებათ.
♌ ლომი
ზოგიერთმა პარტნიორმა შეიძლება თქვას მასთან ურთიერთობაზე უარი და ამიტომ კონფლიქტები გამოიწვიოს ამან. მატულობს ეგოიზმი, შეიძლება ძველი საქმეებიდან დივიდენდები მიიღოს. არავითარი საყიდლები და არავითარი კაპიტალდაბანდება, შემდეგი კვირა გაცილებით უკეთესი იქნება.
♍ ქალწული
ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილური, არის მომთმენი. შარმი აქვს, მატულობს სიჯიუტე, სხვისი არ მოთმენის სურვილი. შეიძლება ოჯახში მისი სარკასტული გამონათქვამი აიტანონ მაგრამ სამსახურში ეს დაუძაბავს ურთიერთობებს, ამიტომ ეს კვირა ფრთხილად უნდა გაიაროს.
♎ სასწორი
ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. ნერვული სისტემა ისედაც სუსტი აქვს სასწორს. შეიძლება პირად ურთიერთობებში წამოვიდე კარგი რაღაცები. სულსწრაფობის ნიადაგზე, რამე თქვას. მის უკანაა ფარული მტრები, ჭორები. შაბათამდე, მთავარია მოითმინოთ, შემდეგ უკვე მზე თქვენს ნიშანში გადმოვა და სხვანაირად იგრძნობთ თავს.
♏ მორიელი
მის ირგვლივ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათსა და პარტნიორებს შორის ცდილობენ დაძაბონ ურთიერთობა. ზურგს უკან პროცესებს მიაქციოს ყურადღება, არ იყოს იქ ინტრიგანი ადამიანი. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელია, მებრძოლი სულისკვეთებითაა. ინტუიციაზე დაყრდნობა მოეთხოვება, ვისთან რა თქვას და ვისთან იყოს შორს ან ახლოს. მორიელი ზოდიაქოს ის ერთადერთი ნიშანია, რომელიც გრძნობს სიკვდილის სურნელს. მორიელი არასოდეს არ უნდა მოატყუოთ.
♐ მშვილდოსანი
23- რიცხვამდე უნდა მოითმინოთ, ნუ გადაიღლებით და ნუ გადაიტვირთებით. რაც სასიკეთოა, არის ის რომ შეიძლება ფინანსური კეთილდღეობა მიიღოთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება.
♑ თხის რქა
ძალიან მიმზიდველია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელია, მაგრამ ძალიან ხისტია. არანაირი კომპრომისზე არ მიდის და შეიძლება დიდი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ფრთხილად საჭესთან.
♒ მერწყული
ენერგოტონუსი დაბალია, შეცდომის დაშვების ალბათობა გაქვთ მაღალი, მაგრამ მთავარი პრობლემა სხვაა, რომ შეიძლება ძველი ნაცნობი ან ახლობელი ჩამოვიდეს, რომელიც მას კომფორტს დაურღვევს.
♓ თევზები
ენერგოტონუსი მაღალია, აქტიურია, შემოქმედია, კარგი პერიოდი აქვს. იყოს ფრთხილად, რადგან ფანტაზიები და ილუზიები მატულობს და შეიძლება ვიღაცებმა მისი მოტყუება სცადონ. ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია, ამიტომ ვიყოთ წინდახედული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ მათიაშვილის ქორწილში ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა იმღერეს - შთამბეჭდავი კადრები
🎥 ანნა სულაბერიძე ბაღში წავიდა - საბავშვო ბაღიდან გამოსულმა კი დედას სამომავლო გეგმები გაუმხილა