გოგრა, კოსტიუმირება, ჯადოქრობა, ჯადოსნური ელექსირები - „ეშმაკის დღესასწაული“ ახლოვდება. ამ ტრადიციას საზღვარგარეთ ჰელოუინის დღესასწაული ჰქვია და ძველი რიტუალების თანახმად, ბნელ ძალებს აფრთხობს.
მიუხედავად ამისა, „მამების თაობას“ არ სურს ამ დღესასწაულის აღნიშვნა და არაქრისტიანულ რიტუალად აღიქვამს.
გარდა ამ ყველაფრისა, ჰელოუინის პერიოდს ასტროლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს, რაზედაც ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.
„დგება დღესასწაული, რომელიც ცნობილია ჰელოუინის სახელით, ეს 31 რიცხვში იქნება. ძველ საქართველოში მას ჰქონდა ასეთი სტატუსი, როცა სპეციალურ მოქმედებებს აღასრულებდნენ, რადგან ბოროტებისგან თავი დაეცვათ.
ამ პერიოდში შავი მაგია და ავი ძალები განსაკუთრებულად აქტიურდება. ადამიანები, რომლებსაც სურდათ თავის დაცვა, სხვადასხვა ხერხებს მიმართავდნენ, მაგალითად ტკბილეულს არიგებდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებს აქვთ ენერგეტიკული ზემოქმედება ადამიანებზე, მოქმედებს ემოციებზე, განწყობაზე. განსაკუთრებული მისტიკური მოვლენები ხდება, მოერიდეთ აქტიურობას, რისკს, ადრენალინს.
მნიშვნელოვანია მედიტაცია და ლოცვა, რათა დავიცვათ თავი“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთ დროს ყველაზე საყვარელი მასწავლებელი ვიყავი...“ - ემოციური კადრები მოხუცთა თავშესაფრიდან
🎥 კესარია აბრამიძის დაღუპვიდან 40 დღე გავიდა
⭕„ამ ბედნიერი მომენტებისთვის ვცხოვრობთ“ - თიკა ფაცაცია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს