18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოდელის ტრაგიკული დაღუპვიდან 40 დღე გავიდა, რასაც სოციალურ ქსელში მომღერალი ლელა წურწუმია გამოეხმაურა და გარდაცვლილის ვიდეო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ამ ბედნიერი მომენტებისთვის ვცხოვრობთ“ - თიკა ფაცაცია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
🎥 მარიამ ელიეშვილმა და მისმა მეუღლემ გიორგი მჭედლიშვილმა ჯვარი დაიწერეს