Digest Logo

„ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება“ - რამაზ გიგაური მთვარის „უკურსო“ მოძრაობაზე

1761481800
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მთვარის „უკურსო მოძრაობის“ შესახებ წერს და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს. 

როგორც იგი წერს, ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება.

„მთვარის „უკურსო მოძრაობა“

ნოემბერი (2025)

ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:

* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენების გაკეთება,“ - წერს ასტროლოგი.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - უცნობი ისტორია მსახიობზე, რომელიც აქამდე არ გსმენიათ

⭕„გააკეთეთ გენერალური დასუფთავება და მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი“ - თაკო მელიქიშვილი 26 ოქტომბრის ენერგიებზე

⭕„შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს და შეიმოსეთ წითელ ფერებში“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი