Digest Logo

„ამ პერიოდში ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები, რადგან მოსალოდნელია ფინანსურ ბაზარზე ძლიერი რყევები და რომელიმე დიდი კომპანია გაკოტრების წინაშე დადგეს “ - მარსი ლომში, ასტროლოგიური ანალიზი და რამაზ გიგაურის პროგნოზი

1744998784
რამაზ გიგაურის

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად იგი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მარსის ლომში გადასვლის შესახებ წერს. 

„სლოგანი: გაბედული ბრძოლა ღირსების დასაცავად!

დღეს, 18 აპრილს, 8:21 საათზე (თბილისის დროით) - ენერგიის, აქტიურობის, დინამიკის, მოქმედების, ბრძოლის, ინსტინქტების, სექსუალურობის პლანეტა მარსი ლომის ნიშანში გადავიდა და იქ 17 ივნისამდე დარჩება.

ეს მარსის ძალიან ძლიერი პოზიციაა, რადგან ის იმყოფება ცეცხლის ნიშანში, ამიტომ მისი აქტიურობა და ენერგიულობა თავისუფლად და გაბედულად ვლინდება. ლომი - ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ მარსის გავლენა მიანიშნებს პრინციპულობაზე, სიჯიუტეზე, პრინციპულობაზე და საჭიროების შემთხვევაში ძალისმიერ მოქმედებებზე. თუ მარსის წინა (კირჩხიბში) ინგრესია შესუსტებული იყო და ამას დაერთო მისი რეტროგრადული მოძრაობაც, შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში მისი გავლენა შენელებულად და ფრთხილად ვლინდებოდა, რომელიც გამოხატული იყო „ნიადაგის მოსინჯვის“ და წინდახედულ მოქმედებებში, ახლა, აპრილის მესამე დეკადაში, მაისში და ივნისის პირველ ნახევარში მისი მოქმედების არეალი უფრო გაიშლება. ერთი მხრივ, ის უფრო შემოქმედებითი და საინტერესო, მეორე მხრივ კი, გაცილებით ძლიერი და თავდაჯერებული გახდება.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება როგორც ინდივიდების, ისე ორგანიზაციების თუ ქვეყნების მდგომარეობაზე. ყველა, ვინც აქამდე რაიმე მიზეზით თავს იკავებდა მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ახლა უკვე ყველა თავს გაბედულად და თავდაჯერებულად იგრძნობს.

ამ დროს მარსის სიგნიფიკატორი (მმართველი) მზე ხდება და ცხადია, გაძლიერდება ეგოიზმი, რაც გამოიხატება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ დროს ადამიანებს უჩნდებათ სურვილი. რომ გარშემო მყოფებმა მათი პიროვნება თუ გაკეთებული საქმეები დააფასონ და აუცილებლად აღინიშნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკმაყოფილების ხარისხი აიწევს და კონფლიქტები გარდაუვალი გახდება.

გარდა ამისა, ლომი - ეს არის შინაგანი ბავშვი და მას უნდა თამაში, სურს მიიღოს სიამოვნება და საკუთარი მოთხოვნები ღიად გამოხატოს. ამიტომ ადამიანთა ქმედებებში შესაძლოა ვიხილოთ ძლიერი დრამატიზაცია და ემოციების დაუფარავად გამოვლენა (ასე რომ, ამ პერიოდში, საქართველოში შესაძლოა ვიხილოთ მსახიობების მხრიდან ხელისუფლების მიმართ პროტესტის კიდევ უფრო აქტიურად და ენერგიულად გამოხატვა). მითუმეტეს, რომ მარსი - ეს ბრძოლაა, ხოლო ლომი - სიამაყე, ამიტომ ადამიანები დაიწყებენ ბრძოლას საკუთარი ღირსების დასაცავად, მათთვის თავმოყვარეობის მომენტი უფრო ძლიერად იქნება გამოხატული.

იქიდან გამომდინარე, რომ ლომი - ლიდერია, არ არის გამორიცხული, ამ პერიოდში სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ სივრცეში ვიხილოთ ახალი ლიდერები, რადგან გამოიკვეთებიან ახალი, ქარიზმატული, აქტიური და ენერგიული ადამიანები, რომლებიც თამამად დაიკისრებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას.

მარსის ამ ინგრესიის დროს გამორჩეული იქნება აპრილის მესამე დეკადა და მაისის პირველი დეკადა, რადგან ამ პერიოდში ცის კაბადონზე ვხედავთ მარსისა და პლუტონის დაპირისპირებას. როგორც ცნობილია, პლუტონი - ასტროლოგიაში „მასტაბურ“, „გლობალურ“ და ღრმად ტრანსფორმაციულ პროცესებზე მიანიშნებს. თუ აპრილის მეორე დეკადაში ეს რთული ასპექტი შედარებით სუსტად ვლინდებოდა, რადგან მარსი კირჩხიბში მოძრაობდა, უკვე 18 აპრილიდან ის პროცესები, რომლებიც ურთიერთდაპირისპირებულია, უფრო ხისტად და აგრესიულად განვითარდება. ვიმეორებ, ეს საგრძნობი იქნება უფრო აპრილის მესამე დეკადაში და მაისის პირველ ნახევარში, ამიტომ ამ პერიოდში მოიმატებს პოლიტიკური დაპირისპირებების ალბათობა, იმ სივრცეებში, სადაც ფეთქებადსაშიში სიტუაციებია, მოსალოდნელია საქმე შეიარაღებულ შეტაკებამდე მივიდეს. ახალი და რაც მთავარია, მასშტაბური შეტევები შეიძლება ვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომში. ბუნებრივია, ამ პერიოდში მოიმატებს ბუნებრივი კატაკლიზმების (განსაკუთრებით ხანძრების), ასევე ტექნიკური ავარიების და ტერორისტული აქტების ალბათობა. შესაძლოა, რომელიმე ცნობილი ადამიანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქროს, რაც გამოიხატება მასზე თავდასხმაში.

გარდა ამისა, ამ პერიოდში ასევე ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები, რადგან მოსალოდნელია ფინანსურ ბაზარზე ძლიერი რყევები და რომელიმე დიდი კომპანია გაკოტრების წინაშე დადგეს ან რაიმე სერიოზულ სკანდალში გაეხვას.

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ეს პერიოდი უპირველესად, მნიშვნელოვანი იქნება:

*  ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის - ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. მათ ცხოვრებაში შესაძლოა დაიწყოს ახალი, ენერგიული და რაც მთავარია, საქმიანი „ტალღა“ (კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში ცეცხლის სტიქიის ნიშნების და პლანეტა მარსის პოზიციას).

*პოზიტიური იქნება ტყუპებისთვის და სასწორებისთვის, რადგან მარსი ამ ნიშნებთან შექმნის სექსტილურ (60 გრადუსიან) ასპექტებს, რაც ასტროლოგიაში პოზიტიურ ასპექტად ითვლება. ეს კი ამ ნიშნების წარმომადგენლებს წარმატების მიღწევის გარკვეულ შანსებს მისცემს.

* მარსის ეს ინგრესია შედარებით რთული იქნება მერწყულებისთვის, რადგან მარსი დაუპირისპირდება მერწყულს (კონკრეტულ შემთხვევაში, გააჩნია ადამიანის პირად ჰოროსკოპში ტრანზიტული მარსისა და ნატალური მზის დაპირისპირების პერიოდს. რაც ცხადია, ინდივიდუალურია და სხვადასხვა დღეს იქნება). აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია მერწყულს მოუწიოს გარკვეული არჩევანის გაკეთება ან კომპრომისზე წასვლა, რათა სიტუაციის გართულება არ მოხდეს.
* ასევე რთული იქნება კუროს და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან მარსი შექმნის კვადრატულ ასპექტებს ამ ნიშნებთან, რაც გაზრდის კრიტიკულ სიტუაციებს, კრიზისების და კონფლიქტის ალბათობას. თუმცა ამ ენერგიის კონსტრუქციულ კალაპოტში მოქცევის შემთხვევაში, ეს წარმატების იმპულსადაც იქცეს.
* დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება“, - წერს რამაზ გიგაური. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს მე ღმერთმა დამაკისრა და ერთგვარად ჯვრის ზიდვის ტოლფასია“ - უფლის „დამტირებელი“ ნაირა ნაჩხატაშვილი

⭕„ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ - გურამ დოჩანაშვილის განმარტება

⭕რა დაიშვება წითელ პარასკევს ხალხური რწმენით - „თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება...“