როგორი იქნება მომდევნო კვირა და რა უნდა გავითვალისწინოთ - აღნიშნულ თემაზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight აქვეყნებს.
ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ახალი მთვარე საგრძნობლად იმოქმედებს ადამიანებსა და მათ ყოფაზე. ასევე წერია რომ არ იქნება მარტივი პერიოდი დ ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე:
„მეგობრებო, განვიხილოთ 19-დან 25 იანვრამდე კვირა.
ეს არის საინტერესო პერიოდი, სადაც შევდივართ ახალი მთვარის დადგომისთანავე.
კვირა - 19-დან 25 იანვრამდე - არ იქნება მარტივი, რადგან ეს არის იმ განზრახვების რეალიზაციის დასაწყისი, რომელსაც საფუძველი ეყრება 18 იანვრის ახალმთვარეობისას.
ორშაბათიდან ჩვენ გადავდგამთ პირველ ნაბიჯებს ახალ სივრცეში. მაგრამ მთავარია ის, რომ ამ კვირაში ძალიან ძლიერად აქტიურდება პლუტონი და მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ჩვენ ვიცხოვრებთ პლუტონის მკაცრი, ტრანსფორმაციული დაკვირვების ქვეშ.
შეიძლება ითქვას, რომ წინა კვირა მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი იყო, ხოლო მომავალი კვირა იქნება სტარტის აღების, ძლიერი მუხტის მქონე პერიოდი.
ახალმთვარეობა ყოველთვის არის ახალი სიუჟეტების საწყისი წერტილი ჩვენს ცხოვრებაში.
ხოლო ეს ახალმთვარეობა - არაჩვეულებრივი, სიმბოლური მნიშვნელობით ნამდვილი ეპოქალური მოვლენაა.
სწორედ ამ ახალმთვარეობიდან საფუძველი ეყრება ახალ ციკლს, ამიტომ ეს არის იშვიათი შანსი, რომ კოსმიური ენერგია მივმართოთ არა წვრილმანებზე, არამედ დიდი მასშტაბებზე - ისეთი პროექტებზე და გეგმებზე, რომლებიც წლების განმავლობაში განვითარდება და გრძელვადიან, რეალურ შედეგს მოგვიტანს.
ეს პერიოდი ძალიან ძლიერია მავნე ჩვევებისგან, დესტრუქციული პროგრამებისგან განთავისუფლებისთვის. ამიტომ შეეცადეთ, ეს შანსი, რომელსაც ახლა სამყარო გვაძლევს, მაქსიმალურად გამოიყენოთ.
განთავისუფლდით ყველაფრისგან, რაც გიშლით ხელს წინსვლაში, რაც გაბრუნებთ უკან - წარსულში, რაც უკვე მოძველებულია და აღარ შეესაბამება თქვენს ახლანდელ, განახლებულ ვერსიას.
თუ რატომ არის ეს ენერგიები ასეთი ძლიერი - ამის შესახებ დეტალურად დავწერე ჩემს ახალმთვარეობის პოსტში. ახალმთვარეობის წერტილთან ერთად აქტიურია დიდი პლანეტარული ბირთვი - სტელიუმი.
თითქმის ყველა პლანეტა შეიკრიბა ერთ წერტილში. და უდიდესად მნიშვნელოვანია, რომ პირად პლანეტებთან (ვენერა, მერკური, მარსი) ერთად ამ ჯგუფშია პლუტონიც - ტრანსფორმაციისა და რადიკალური ცვლილებების უძლიერესი პლანეტა.
პლუტონი მომავალ კვირაში განსაკუთრებულად გააქტიურდება და წინა პლანზე მთელი თავისი ძალით გამოვა. როდესაც პლუტონი ასე ძლიერად მოქმედებს, შეუძლებელია, რომ ვინმემ მისი გავლენა ვერ იგრძნოს. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, თუ რა სივრცეში შევდივართ.
ახალი მთვარის შემდეგ ყველაფერი სრული სისწრაფით განვითარდება. ზოგჯერ სამყაროს მინიშნება იქნება ინტუიციურ დონეზე, ზოგჯერ - მოვლენების სახით. გვევალება გავაცნობიეროთ ეს მინიშნებები, გამოვიჩინოთ შინაგანი სიბრძნე.
მომავალი კვირის იდეა და პლუტონის გავლენა მარტივი და რადიკალურია: ან თქვენ თავად გაასუფთავებთ თქვენს სივრცეს, ან სამყარო ამას საგანგებო რეჟიმში გააკეთებს თქვენთვის. ის, რაც აღარ არის სიცოცხლისუნარიანი, რაც ხელს უშლის ზრდას, ზღუდავს ევოლუციას და წინსვლას აფერხებს, სწრაფად მოიხსნება დღის წესრიგიდან - ნებაყოფლობით თუ უნებლიეთ.
პარალელურად, პირადი პლანეტების გადასვლა თხის რქიდან მერწყულში გაგრძელდება. ახალი მთვარის დროს ვენერა და პლუტონი უკვე მერწყულში იქნებიან, ხოლო ოთხი პირადი პლანეტა ჯერ კიდევ თხის რქაში დარჩება. თუმცა 20 იანვრიდან ისინი საბოლოოდ გადავლენ მერწყულში და ჩამოყალიბდება ე.წ. რეფორმების სტელიუმი. ამ კვირაში სამი პლანეტა პლუტონს შეუერთდება, რაც გვაიძულებს ხელახლა შევაფასოთ ჩვენი ცხოვრების ძირითადი სფეროები.
20 იანვარს ვენერა პლუტონს შეუერთდება, რაც ურთიერთობების, ღირებულებებისა და ფინანსური სტრატეგიების მნიშვნელოვან გადაფასებას მოიტანს. ეს ემოციური და ფინანსური „ოპერაციის“ დრო იქნება.
22 იანვარს მერკური შეუერთდება პლუტონს – აზროვნებისთვის კრიტიკული ფაზა დადგება. დაფარული თემების გამოაშკარავების დრო დგება. მნიშვნელოვანია ახლებური ხედვები გამოვლინდეს და ძველი გონებრივი დამოკიდებულებები აქტიურად დაიწვას.
23 იანვრიდან მზე პლუტონთან შეერთებაში იქნება, რაც მისი გავლენის პიკს აღნიშნავს. ეს არის დრო, როდესაც ჩვენი „მე“ ტრანსფორმაციის ძლიერ ნებას ეჯახება.
განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება: ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი მაქსიმალური დაძაბულობის დღეები იქნება. ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია საკუთარ თავზე ზრუნვა – როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. სასურველია გადადოთ მნიშვნელოვანი ვიზიტები, მოერიდოთ კონფლიქტურ ახსნა-განმარტებებს, სარისკო ადგილებსა და ხალხმრავლობას. ეს პერიოდი საკმაოდ ტრავმულია, რადგან ორი ძალა – მზე და პლუტონი – ერთმანეთს ერწყმის.
დაიცავით ოქროს წესი: ნუ მიეჯაჭვებით იმას, რაც ხელიდან გისხლტებათ. თუ ახლა ძველს ძალით შეინარჩუნებთ, დანაკარგები გაცილებით მტკივნეული იქნება. პლუტონი მაინც თავისას აიღებს.
ყველა გადაუჭრელი პრობლემა და რთული სიტუაცია შეიძლება განსაკუთრებული სიმძაფრით გამოვლინდეს. ამ პერიოდის, 19-დან 25 იანვრამდე კვირის მთავარი მიზანია მოგვცეს შესაძლებლობა შევაბიჯოთ ახალ სამყაროში ზედმეტი ბარგის გარეშე, იმ ტვირთის გარეშე, რომელიც ხელს გვიშლის „ფრთების გაშლასა და ფრენაში“.
ეს კვირა მოითხოვს სიფხიზლესა და თვითმზრუნველობას, თუმცა ენერგია განსაკუთრებით შაბათ-კვირისკენ კონცენტრირდება. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება, შესაძლოა, მთელი წლის ყველაზე ინტენსიური და ემოციურად დატვირთული ეტაპი. შინაგანმა დაძაბულობამ შესაძლოა პიკს მიაღწიოს, რადგან პლუტონს მარსი უერთდება. პლუტონი მარსის უმაღლესი ოქტავაა და კიდევ პირადი მარსის შეერთება ქმნის ძალიან ძლიერ ზეწოლას და აგრესიას, როგორც პირად,ისე საერთაშორისო დონეზე.
ეს იქნება პლუტონის მეოთხე შეერთება პირად პლანეტასთან: მომავალ კვირაში სამ მათგანს განვიცდით, ხოლო მომდევნო კვირაში – კიდევ ერთს. განსაკუთრებით დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს მარსისა და პლუტონის შეერთება, რომელიც მაქსიმალურ სიბრძნესა და ცნობიერებას მოითხოვს. თუმცა ეს უკვე სხვა კვირის თემაა და მას მომდევნო ყოველკვირეულ პროგნოზში განვიხილავთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრანსფორმაციულ ენერგიებს განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანები უკვე გრძნობენ. გლობალური დღის წესრიგი იღვიძებს, დაძაბულობა იზრდება და შესაძლოა დრამატულ მოვლენებშიც გადაიზარდოს. პოლიტიკური ლიდერებისთვის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებისთვის ეს შეიძლება უკიდურესად რთული პერიოდი იყოს.
აი, ასეთი კვირა გველოდება, ძვირფასო მეგობრებო. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, იყავით ფხიზლად, ნუ შეეწინააღმდეგებით გარდაუვალს და აქტიურად გაასუფთავეთ თქვენი სივრცე – როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი. მაშინ ეს ძლიერი ენერგიები თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.
ამ პოსტის შემდეგ გავაზიარებ პოსტს პლუტონზე, რათა ზუსტად ვიცოდეთ მისი ძალა და ხასიათი.
თუ ჩემს პოსტებს ადევნებთ თვალს, შეამჩნევდით, რომ გამოვირჩევი ნებისმიერი სიტუაციის და დაძაბულობის გამარტივებით. ყოველთვის ვცდილობ შევქმნა დადებითი მოლოდინები და არ პირიქით, რადგან ვიცი, განწყობას უდიდესი ძალა აქვს. როცა რამის გვეშინია, როცა რაღაცას გავურბივართ და ვეწინააღმდეგებით, სწორედ იმ ძალას ვააქტიურებთ, ვაძლიერებთ, რაც აქტიურად არ გვინდა. არის სიტუაციები, რაც უნდა შევცვალოთ, თუმცა არის მოვლენები, როცა ვერ ვცვლით, რადგან სამყაროს უმაღლესი ძალა ჩვენს ძალას აღემატება, ამ დროს საუკეთესო გამოსავალია მიმღებლობა - როცა ვერ ცვლი, მიენდე სამყაროს.
ისეთ ძალასთან შეწინააღმდეგება, კი როგორიც პლუტონია, პირველ რიგში დაგვანგრევს ჩვენ. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა დავდგეთ მაყურებლის და დამკვირვებლის პოზიციაში და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენში გავაძლიეროთ სიყვარულის გრძნობა, ვკონცენტრირდეთ მადლიერებაზე და სიყვარულზე. ეს ორი მდგომარეობა ყველაზე მეტად რეზონირდება სამყაროს უზარმაზარ ძალასთან და ყველა სიტუაციაში საუკეთესო „იარაღია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თუ ხშირად ახველებთ, ადვილად ცივდებით - წაიკითხეთ ეს!...“ - არუნ ხათრი
🎥 როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს და რატომ არის საჭირო SPF-ი: ნინო ხაინდრავას რეკომენდაციები