18 იანვარს თხის რქის ნიშანში 2026 წლის პირველი ახალი მთვარეა. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია, საკუთარ სურვილებსა და გეგმებზე სრულად ვკონცენტრირდეთ და სამომავლო პერსპექტივა ცხადად განვსაზღვროთ.
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 18 იანვრის ახალმთვარეობაზე წერს და ზოდიაქოს ნიშნებს ახასიათებს:
„2026 წლის პირველი ახალმთვარეობა. მე - 2 ნაწილი.
18 იანვარს, პიკი 23:51 სთ -ზე.
(საქართველოს დროით)
ახალმთვარეობა გვაქვს თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის 29-ე გრადუსზე.
მთვარე ჩვენს ემოციურ კომფორტზე და გამოხატულებაზეა პასუხისმგებელი, თხის რქის ნიშანში კი ის განდევნილია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ამ მდგომარეობით ემოცია არ აქვს, უბრალოდ ამ მდგომარეობით შედარებით უჭირთ ჯანსაღად ემოციის გამოხატვა, ამიტომ კომუნიკაციასა და ურთიერთობაში, სანამ კარგად არ გაუშინაურდებით ასეთ პიროვნებას, ერთი შეხედვით ცოტა სიცივეც შეიძლება იგრძნოთ.
სწორედ ამგვარი ტენდენციაა ახლა გამოხატული. გაუცხოება, სიმკაცრე, სიცივე, თუმცა დიდი პლუსებიც არის!
თხის რქა კონსერვატორია, რომლისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს სტატუსსა და კარიერას. ის ძალიან დიდ პატივს სცემს იერარქიას, წესრიგს, საზღვრებსა და კანონებს, შესაბამისად თითოეული ადამიანისთვის და ზოგადად გლობალური მოვლენების კუთხით ეს ტენდენციები გასათვალისწინებელია დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში.
ეცადეთ მეტად დაათბოთ და გააფერადოთ ურთიერთობები, საქმეში კი ყველაფერი ბრწყინვალედ განვითარდება.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთ-ერთი ძველი ასტროლოგიური მანუსკრიპტის მიხედვით, თხის რქის 29 -ე გრადუსი აღწერს ადამიანს, რომელიც სიხარულის მდგომარეობაშია!
ახლა კი ვისაუბროთ პროგნოზზე თითოეული ნიშნისთვის. შეგახსენებთ, რომ ახალმთვარეობა არის ერთგვარი სტარტის წერტილი, რომელიც თემატურ მიმართულებას გვაძლევს ცხოვრების კონკრეტული თემების განვითარებაში.
ვერძი — წინ წამოიჭრება ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება სტატუსს და კარიერას. რას იტყვით იმაზე, რომ მაგ: თქვენს ურთიერთობას სახელი (სტატუსი) დაარქვათ?
კურო — უცხოეთთან, მოგზაურობებთან, განათლებასთან, კანონთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. თავგადასავლების მოყვარული თუ ხართ, მაშინ გილოცავთ, თქვენი დროა!
ტყუპები — კრიზისული ციკლის დასასრული. სიფრთხილე გამოიჩინეთ დიდ კაპიტალ დაბანდებებსა და საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით.
კირჩხიბი — მნიშვნელოვნად წინ წამოიწევს პარტნიორული თემები, როგორც პირად - სასიყვარულო, ასევე ბიზნესის და საქმიანი.
ლომი — თანამშრომლობის, დროის მენეჯმენტის გადანაწილების თემებია აქტუალური, ასევე აქტუალურია შინაურ (მცირე ზომის) ცხოველებთან დაკავშირებული თემა და ჯანმრთელობის საკითხები.
ქალწული — ბრწყინვალე პერიოდია, როგორც სასიყვარულო ვნებათაღელვამ შეიძლება მოგიცვათ, შემოქმედებით პოტენციალი პიკზეა. სიახლე შესაძლოა უკავშირდებოდეს, შვილოსნობის ან ბავშვების თემას.
სასწორი — ოჯახი, სახლი, ოჯახის წევრები, სიახლეები სწორედ ამ თემებს უკავშირდება, თუ ფიქრობდით უძრავი ქონების შეძენას ან ამ თემაში მუშაობის დაწყებას, ახლა შესაფერისი დროა მოქმედების დასაწყებად.
მორიელი — ახალი საქმიანად საინტერესო ნაცნობობა, კომუნიკაცია, საბუთები, მივლინებები, გზები, გადაადგილება, მოემზადეთ ამ სფეროში ცვლილებებისთვის.
მშვილდოსანი — ფინანსების სფეროს აქტუალიზაცია! რა გინდათ, მხოლოდ ისურვეთ და თუ სურვილებს სახასიათო ოპტიმიზმსა და მიზანდასახულ ნაბიჯებს დაუმატებთ, კარგი შედეგები შეიძლება მიიღოთ.
თხის რქა — ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია, ამიტომ ნებისმიერი თემა აქტიურდება, ცოტა მეტი ყურადღება და სითბო დაუთმეთ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს და მათი მხარდაჭერაც თუ გექნათ, მთებს დაძრავთ!
მერწყული — ახლა მოსამზადებელი პერიოდი გაქვთ, მოემზადეთ დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, გაწერეთ სტრატეგია და გამოიყენეთ დუმილის უფლება! მალე შეუძლებელს შეძლებთ!
თევზები — ახლა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ, როგორც შემოსავლის ზრდისთვის, ასევე გავლენიანი ადამიანების შემოსაკრებად თქვენს ირგვლივ! გაქვთ შარმიც, მიმზიდველობაც, ფორტუნა თქვენს მხარესაა!“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს და რატომ არის საჭირო SPF-ი: ნინო ხაინდრავას რეკომენდაციები