Digest Logo

🎥 როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს და რატომ არის საჭირო SPF-ი: ნინო ხაინდრავას რეკომენდაციები

1768651639
ნინო ხაინდრავა:

კოსმეტოლოგ-ესთეტისტი, საქართველოს კანის მოვლის ექსპერტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი ნინო ხაინდრავა სტუმრად გადაცემაში „კოტქასთი“ იმყოფებოდა, რომლის წამყვანი ექიმი კოტე მათითაშვილია.

ნინო ხაინდრავამ დეტალურად ისაუბრა კანზე, მის მოვლის წესებზეე, „ტრენდებსა“ და ეკოლოგიურ ზემოქმედებაზე:

ყოველდღიური რუტინის შეცდომები ზამთარში და რატომ შრება კანი.

ნინო ხაინდრავა: ყველაზე დიდ შეცდომა არის ის რომ, ისევ ვიყენებთ თხელ საცხს სახეზე. ასევე როგორც კი წაისვამთ ეგრევე გავდივართ გარეთ. ჰიალურონი საზაფხულო საცხებში მეტი რაოდენობით არის. განსაკუთრებით ეხება იმათ, ვინც იყენებს გელისებრ საცხებს. ჩვენ თუ წავისვით და არ მიეცით სტრუქტურას საშუალება კანზე გაშრობის, გარეთ რომ გადიხართ, მოეკიდება ცვარი და იყინება კანზე. ამიტომ ვაზიანებთ კანს იმაზე მეტად ვიდრე გვგონია და უმჯობესი იქნებოდა არაფერი წაგვესვა. ამიტომ შრება კანიც.

SPF-ის საჭიროება:

ნინო ხაინდრავა: ტუჩზე მზისგან დამცავის წასმა არ არის სასურველი. ზოგადად დაცვა ულტრაიისფერი სხივისგან აუცილებელია. მეტია პროცენტულობა როცა ადამიანს კანი უზიანდება ასეთი სხვებისგან. 80% პაციენტების სწორედ ამ პრობლემით მოდის ჩემთან პიგმენტაციისთვის. ერთადერთი დავის მექანიზმი არის ეს საშუალება ანუ მზისგან დამცავი.

ტელეფონს აქვს ამინდის მაჩვენებელი, უნდა ჩამოვყვეთ ქვემოთ და ვნახავთ „UV ინდექსს“. 3 არის და ზემოთ ვიყენებთ დამცავს. 3-ის ქვემოთ არ ვიყენებთ დამცავს. დღევანდელ დამცავებში დამატებულია ანტიოქსიდანტური დაცვა, რაზედაც ბევრს ვსაუბრობთ. ადამიანისთვის ხილული რომ არ არის ვერ ხვდება. სტრესს პირველ რიგში გარემოდან კანი იღებს. სწორედ ამას უმკლავდება ასეთი მზისგან დამცავები, რომლებიც ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ზოგიერთ პროდუქტს თავად აწერია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არაა გამორიცხული ვიხილოთ მთელი რიგი გადატრიალებები...“ - გიორგი ლობჯანიძე 18 იანვრის ახალმთვარეობაზე

⭕„რაში ვხარჯავთ სულის იმ სასიცოცხლო ენერგიას რომელიც ღვთის სადიდებლად უნდა იყოს?!...“ - თეოდორე გიგნაძე

⭕„უმშვენიერესი გოგო“ - შორენა ბეგაშვილის ახალი ფოტოები ტაილანდიდან