დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუკის პირად გვერდზე რუსი მიტროპოლიტის მიერ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ გავრცელებულ მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
🔵„კიევ-პეჩერის ლავრას ისედაც მუზეუმის სტატუსი აქვს ათწლეულებია“ - დედა სიდონია
„რუსი მოტროპოლიტის მიმართვა მოვისმინე უკრაინის პრეზიდენტისადმი… თურმე ღმერთი არ აპატიებს ზელენსკის და მის ოჯახს პეჩორის ლავრის გარშემო ატეხილ ამბავს… ძალიან საინტერესოა, იგივე მიტროპოლიტი როგორ ფიქრობს, აპატიებს ღმერთი რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოწყობილ უღმერთობას?! ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყრას, წამებას, გაუპატიურებას, ეკლესიების წაბილწვას… თუ რუსი მიტროპოლიტის აზრით ღმერთიც რუსულად მსჯელობს და ღვთის სამართალი შერჩევითია?!“, - წერს მამა პეტრე.
ასევე დაგაინტერესებთ: