Digest Logo

საბედისწერო შეხვედრების, მოულოდნელი სიახლეებისა და სასიამოვნო თავგადასავლების პერიოდი იწყება

1680182893
შემოდგომის ასტრლოგიური პროგნოზი

30 მარტს პლანეტა ვენერა და ურანი შეერთდებიან - რას შეცვლის ეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

🔵„განახლება და ცვლილება“ - რამაზ გიგაურის აპრილის პროგნოზი

ასტროლოგების თქმით, პლანეტა ვენერასა და ურანის შეერთება ბევრი ადამიანისათვის დიდ ცვლილებას გამოიწვევს. ეს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა საბედისწერო შეხვედრებს, მოულოდნელ სიახლეებსა და სასიამოვნო თავგადასავლებს გვპირდება.

ითვლება, რომ პლანეტა ვენერა სიყვარულის, სილამაზის, ფინანსებისა და ხელოვნების პლანეტაა. ხოლო, ურანი მოულოდნელი და რადიკალური ცვლილებებისა და დიდი იღბლის. ეს ორი პლანეტა 2023 წლის 30 და 31 მარტს შეერთდება. თუმცა, ასტროლოგების თქმით, მოვლენის შედეგი რამდენიმე დღით ადრე და რამდენიმე დღის შემდეგაც იმოქმედებს.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტა ვენერასა და ურანის შეერთება სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, დიდ ცვლილებას იწვევს. აღნიშნულ პერიოდში, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. წინ დიდი თავგადასავალი გელით, მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მიმდინარე კვირის განმავლობაში დააკვირდით ადამიანებს, შესაძლოა, ყურადღება იგრძნოთ მათგან, ვისთანაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები გაკავშირებთ, ან კიდევ გაიცნოთ ისეთი ვინმე, ვისთანაც აღმოაჩენთ, რომ ბევრი საერთო ინტერესი გაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კვირა რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად, უფრო განსამტკიცებლად და სხვა ეტაპზე გადასაყვანად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

ამავე დროს, მნიშვნელოვანი ცვლილებები გველის ფინანსურ სფეროშიც, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, პლანეტა ვენერა სწორედ ამ სფეროს მმართველიცაა. შესაძლოა, ხელფასის მოულოდნელი ზრდის, წახალისების, ბონუსის შესახებ გაიგოთ ინფორმაცია, თქვენმა რომელიმე საქმემ გაამართლოს და მოგება ნახოთ, მიიღოთ მემკვიდრეობა და ასე შემდეგ. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კვირაში იღბალი გველის.

ასევე, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, გაიხსენოთ ჰობი, საქმე, რომელიც ძალიან გიყვარდათ და რაღაც პერიოდის განმავლობაში მიივიწყეთ, მასზე უარი თქვით. ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ, რომ თავიდან სცადოთ და გააკეთოთ ის, რაც ძალიან გიყვართ. იღბალი და წარმატება თქვენ მხარეს იქნება.

ვენერა სილამაზის პლანეტაცაა. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოულოდნელად იმიჯის შეცვლა მოგინდებათ, განსხვავებულ სამოსს, ვარცხნილობას აარჩევთ და სტილს მოირგებთ.

თუკი რაიმე ახლის წამოწყებას გეგმავთ, გსურთ სოციალური წრის გაფართოება, გინდათ ახლობლებთან, მეგობრებთან შეხვედრა, ამ კვირაში განახორციელეთ. წინ ბედნიერი და მოულოდნელი სიახლეებით სავსე დღეებია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

🔵 „კიევის მიწაზე აღმართული ოქროს გუმბათების გლოვას თავი ანებეთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებისგან განადგურებული ეკლესია-მონასტრები იგლოვეთ!..“ - მამა პეტრე

🔵 „ორივე ერთი ნაკაწრის გარეშე დაუბრუნდნენ თავიანთ შვილებს“ - ვანო ნადირაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

წყარო: www.beaumonde.ge