Digest Logo

„აქტიურდება ფულისა და სიყვარულის თემა და ეცადეთ, ეს ორი საკითხი სიფრთხილით წარმართოთ... არ აიღოთ ვალი და კრედიტი“ - მაისის ასტროპროგნოზი კუროებისთვის

1777558870
კუროები კუროები

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის:

☀ გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია 21 მაისამდე და ახლა უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად.

ასტროლოგიური მოვლენებით მაისი საკმაოდ დატვირთულია. ამასთან, ორი სავსემთვარეობა გველოდება პირველი პირველ მაისს, 21:22-ზე მორიელში და მეორე 31 მაისს 12:44-ზე მშვილდოსანში.

ამ დროისთვის მზე უკვე ტყუპში იქნება (უფრო კონკრეტულად კი მზე ტყუპის ნიშანში გადავა 21 მაისს, 04:37), თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად და ვნახოთ რას მოგიტანთ პლანეტების კონფიგურაცია მაისში.

შეგახსენებთ, რომ ასტროლოგიურ პროგნოზს უნდა გაეცნოთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

პირველ მაისს, 21:22-ზე სავსემთვარეობა გველოდება მორიელში - ემოციები ბობოქრობს და განსაკუთრებით პარტნიორულ თემაში (მეუღლე, საქმიანობა, მეგობრობა). რაღაც უნდა დასრულდეს ის, რასაც აღარ მოაქვს სიამოვნება, ფული, რამაც ამოწურა საკუთარი თავი. ზოგიერთი მიიღებთ შედეგს იმ საქმიანობაში, რაც 6 თვის წინ დაიწყეთ.

3 მაისს მერკური თქვენს ნიშანში გადმოვა, სადაც დარჩება 17 მაისამდე - თქვენ რომ გიყვართ, დინჯად და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა უნდა განიხილოთ ყველა საკითხი და ყველა პუნქტი. გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა, ზარები და მიმოწერა. თავად იქნებით კომუნიკაციის ინიციატორი.

5 მაისს მარსი დაძაბულ ასპექტშია იუპიტერთან, ხოლო მერკური - პლუტონთან - რთული და დაძაბული დღეა. ამიტომ, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს. მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან, მეგობრებთან, მეუღლის ნათესავთან. ამ დღეს ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

6 მაისს ვენერა ოპოზიციაშია ლილიტთან (შავი მთვარე) - აქტიურდება ფულისა და სიყვარულის თემა და ეცადეთ, ეს ორი საკითხი სიფრთხილით წარმართოთ. ლილიტისა და ვენერას შეერთება გვქონდა 2025 წლის 28 ნოემბერს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს მაშინ.

6 მაისს პლუტონი რეტროგრადული ხდება 16 ოქტომბრამდე - პლუტონი არის დიდი ტრანსფორმაცია და იგი ბრუნდება კონკრეტულ წერტილში იმის გამო, რომ მოხდეს იმის ძირფესვიანად შეცვლა, რაც ვერ შეიცვალა პირველ ჯერზე. პლუტონი რეტროგრადული ხდება თქვენი სტატუსის, პირადი მიღწევების სფეროში, გააქტიურდით რომ უკეთესობისკენ შეიცვალოთ ეს სფერო.

14 მაისს მზე-მერკურის შეერთებაა თქვენს ნიშანში - ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ფრთხილად იყავით მგზავრობისას, საბუთების გაფორმებისას, სწავლისას. ეცადეთ, თუ საჩქარო არაა, ამ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ.

17 მაისს გველოდება ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში 00:01-ზე. ეს მოვლენა წელიწადში ერთხელ ხდება და მას განსაკუთრებულად მომზადებული უნდა შეხვდეთ. ეცადეთ, ამ დღემდე დაასრულოთ ყველა საქმე, მოიცილოთ ყველა დაზიანებული და არასაჭირო ნივთი, ურთიერთობებიც შეიძლება გაწყვიტოთ. ამ დღეს შეხვდით პოზიტიურად, აანთეთ სანთელი, გამოხატეთ მადლიერება ყველაფერისთვის, რაც იყო ამ დღემდე თქვენს ცხოვრებაში და ჩაიფიქრეთ და უმჯობესია, ჩამოწეროთ ის, რაც გსურთ, რომ მოხდეს ამ წელს. კარგი იქნება განახლება, თუნდაც სტილის, იმიჯის; ახალი საქმის დაწყება, სიახლეების დანერგვა თქვენს ცხოვრებაში.

17 მაისს მერკური გადადის თავისი მმართველობის ნიშანში - ტყუპში, სადაც დარჩება პირველ ივნისამდე - გახშირდება საუბრები ფინანსურ თემაზე, ფულადი დოკუმენტების გაფორმება.

17 მაისიდან 23 ივნისამდე მარსი თქვენს ნიშანში გადმოვა - ენერგია და ძალა მოგემატებათ და მოგინდებათ ფიზიკურად რაღაცის კეთება. შეიძლება დაიწყოთ ვარჯიში ან ბაღ-ბოსტანში ფუსფუსი.

18 მაისს მერკური შეერთებაშია ურანთან - დააკვირდით რა მოხდება პლუს/მინუს 2 დღის განმავლობაში. შეიძლება მოულოდნელი თანხა მიიღოთ, ან გადაწყვიტოთ, რომ მეტს იმსახურებთ, გამოიგონოთ რაღაც, რაც ფულს მოგიტანთ. ზოგი კი გადაწყვეტს, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს.

19 მაისს თქვენი მმართველი ვენერა კირჩხიბში გადავა, სადაც დარჩება 13 ივნისამდე - რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია მგზავრობისას, სწავლისას. გახშირდება სასიამოვნო და რომანტიკული შეხვედრები. ზოგიერთი დაამზადებთ ან შეიძენთ ლამაზ აქსესუარებს.

21 მაისს მზე, ერთი თვით, ტყუპში გადადის - ფინანსების სფერო გაგიაქტიურდებათ. მოგინდებათ ფულის დაბანდება საკუთარ თავში, რამის შეძენა. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი წყარო.

22 მაისს მზე ურანთან შეერთებაშია - ისევ ფინანსური თემაა აქტიური. შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა ან თუ აქამდე ფულს ქეშად იღებდით, ახლა ბარათს გააფორმებთ.

25 მაისს მზე მთვარის კარმულ კვანძებს შორისაა და მერკური დაძაბულ ასპექტშია შავ მთვარესთან - კამათი გელოდებათ ფულის გამო. ზოგიერთს მოგემატებათ ხარჯი გართობის ან თქვენი შვილების გამო.

26 მაისს, მზე ასპექტშია პლუტონთან - სოციალური სტატუსის, კარიერის ასამაღლებლად უნდა გააქტიურდეთ. გაითვალისწინეთ ძველი შეცდომები და ახალ უფრო მეტად გააზრებული ნაბიჯები გადადგით.

31 მაისს, 12:44-ზე სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - სავსემთვარეობა ისედაც ემოციური პერიოდია და საკმაოდ რთული დღეა და ეცადეთ, ამ და პლუს/მინუს 3 დღე იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული დაზღვევის, ალიმენტის, მემკვიდრეობის თემასთან. არ აიღოთ ვალი და კრედიტი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„იცოდით? ადამიანის ნერწყვი შეიცავს ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას, რომელიც მორფინზე დაახლოებით 6-ჯერ ძლიერია“ - ლევან შელეგია

„განუსაზღვრელი ტკივილი მოაქვს ჩემთვის ყველა შენს ფოტოს, ძალიან მომენატრე“ - მარიამ გაფრინდაშვილი გარდაცვლილ დაზე

გაძლიერებული ნერწყვდენა, ღრძილების ქავილი და შეშუპება, მოუსვენრობა და გაღიზიანება - როგორ დავეხმაროთ ჩვილს, რომელსაც კბილები ამოსდის