Digest Logo

„არ აჰყვეთ წარსულის ემოციებს და მისი გავლენით გადაწყვეტილებები არ მიიღოთ“ - თაკო მელიქიშვილი 27 ივლისის ენერგიებზე

1785144966
თაკო მელიქიშვილი

27 ივლისი სურვილების ასრულების, ფინანსური სიუხვისა და გადაწყვეტილებების დღე!

დღის ენერგიები: 9 • 8 • 8. დღევანდელი დღე ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა. ის ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების მოზიდვას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც მომავალში სასურველ შედეგებს მოგიტანთ.

💵 გააქტიურეთ ფინანსური ენერგია. ხელზე დაიხატეთ ფულის ცხრიანი და ამ დროს თქვით: „ფინანსური სიუხვე მარტივად და თავისუფლად შემოდის ჩემს ცხოვრებაში სხვადასხვა წყაროდან. მე ღია ვარ კეთილდღეობის, წარმატებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის“.

❤️ არ აჰყვეთ წარსულის ემოციებს. დღეს შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, მიწეროთ ყოფილ პარტნიორს, გაარკვიოთ ურთიერთობა ან დაბრუნდეთ იქ, რაც უკვე დასრულებულია. ეცადეთ, ემოციების გავლენით გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და უკან აღარ დაბრუნდეთ.

🤍 შეინარჩუნეთ სიმშვიდე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ აიმაღლოთ ხმა. კონფლიქტებმა, კამათმა და ემოციურმა აფეთქებებმა შეიძლება ენერგია გაგაცალოტ და დღის დადებითი ვიბრაცია შეასუსტოს.

🌙 ჩაიფიქრეთ სურვილი. რადგან ახალმთვარეობის შემდგომი პერიოდი ჯერ კიდევ გრძელდება, სურვილების ასრულებაზე მიმართული პრაქტიკები განსაკუთრებით ძლიერად მუშაობს. ჩაიწერეთ თქვენი მიზნები, წარმოიდგინეთ მათი შესრულება და გულწრფელად მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველაფრისთვის, რაც უკვე გაქვთ.

🚶‍♀️ გააკეთეთ სიმბოლური მოქმედება. გადადგით 27 ნაბიჯი კონკრეტული განზრახვით, ან შეასრულეთ ნებისმიერი სიმბოლური მოქმედება, რომელიც რიცხვ 27-ს უკავშირდება. ამ დროს გონებაში წარმოიდგინეთ, როგორ სრულდება თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი.

💎 დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ფინანსური სიუხვის მოსაზიდად. გახსოვდეთ: რაც უფრო მშვიდად, კეთილად და გააზრებულად გაატარებთ ამ დღეს, მით უფრო მარტივად იმუშავებს მისი ენერგია თქვენს სასარგებლოდ.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გახდე საუკეთესო თანამშრომელი? - ფსიქოთერაპევტი თვითშეფასება ბიზნესს პროცესებსა და ორგანიზაციის განვითარებაზე

ვინ იყო 6 თვის ორსული, რომელიც გარდაიცვალა - „ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სეფსისი განუვითარდა“

„ყვავილები დაჭკნება, ხოლო გრძნობა, რაც მისი ჩუქებისას განვიცადე, არასდროს“ - მარიამ გველესიანი რჩეულთან ერთად პოზირებს