
მოდელი რუსა ჩაჩუა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, იგი ხშირად მოგზაურობს და პერიოდულად გვიზიარებს ულამაზეს კადრებს. რუსა ჩაჩუა AVON-ის კანის მოვლის ხაზის, Nutraeffects-ის პირველი ქართველი სახე გახდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა მის კარიერაში. მოდელი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ბრენდებთან და ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ფოტოსესიებში. იგი მეორედ გათხოვდა ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძეზე, რომელიც კომპანია „კაპიტალ ვოსტოკის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
რუსა ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და აღნიშნავს, რომ ასეთი დღეები მათთვის განსაკუთრებულია.
ამჯერად, რუსამ „ინსტაგრამზე“ ახალი კადრები გაავრცელა, სადაც ულამაზეს ლუქში ბუნების და აუზის ფონზე პოზირებს.
კადრებმა კომპლიმენტებიც დაიმსახურა:
„ყოველთვის დახვეწილი და არაჩვეულებრივი ხარ“,
„ულამაზესი ხარ რუსა“,
„საოცრად გამოიყურები“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საღამო, რომელიც მარიამს არასდროს დაავიწყდება...“ - რა კადრებს აქვეყნებს „დანტესი“ ბათუმიდან
⭕ „შეუდარებელი გოგო ხარ...“ - ნინი ბადურაშვილი ესპანეთში ისვენებს