Digest Logo

„ოქტომბრის ამ რიცხვებში არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილების მიღება...“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

1758795110
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მთვარის „უკურსო მოძრაობაზე“ წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„მთვარის „უკურსო მოძრაობა“

ოქტომბერი (2025)

ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:

* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენების გაკეთება“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ულამაზესი ღიმილი გაქვს...“ - ნუცა ქავთარაძის ახალმა კადრებმა გამომწერები აღაფრთოვანა

⭕ბას რუტენი თავის ერთ-ერთ საყვარელ მებრძოლად მერაბ დვალიშვილს მიიჩნევს

⭕ მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის ოქტომბერში - ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს