
სასიყვარულო ურთიერთობები ზოდიაქოს ნიშნებისთვის ოქტომბერში - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:
„ლომი მართავს სიყვარულს ასტროლოგიაში. სასწორი არის პლანეტა ვენერას, სიყვარულის მმართველი აქედან გამომდინარე, პარტნიორული ურთიერთობა დამყარებული სიყვარულზე, სწორედ სასწორის არის. სასწორები პირდაპირ კავშირში არიან სიყვარულთან და ასევე კუროები, რომლის მმართველი პლანეტაც გახლავთ ვენერა. ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი სიყვარულის გავლენის ქვეშ განსაკუთრებით არიან.
ვენერა რადგან სიყვარულს მართავს სამყაროში, სად იმყოფება ვენერა, ამის მიხედვით სიყვარული იღებს თავის ელფერს. ვენერასთან ერთად მნიშვნელოვანია მზის პოზიცია და შინაგანი მე. ყველა მხრიდან მივდივართ სიყვარულთან. სასიყვარულო კუთხით ოქტომბერი, ძალიან კარგი პერიოდია. ასევე, კარგი პერიოდია ქორწინებისთვის.
ქალწულის ელემენტები მაინც გვექნება დაახლოებით 14 რიცხვამდე. არ გაგიკვირდეთ თუ ადამიანები სიყვარულის მიმართ იქნებიან პასუხისმგებლობის მქონეები. ქალწულში როცა არის ვენერა, პასუხისმგებლობას იღებს და თითოეულ სიტყვაზე პასუხს აგებს. გამოირჩევიან სისუფთავით და ორგანიზებულობით. დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის დახასიათება
♈ ვერძი
მნიშვნელოვანია პირველი ნახევარი, რადგან ძალიან რომანტიკულია. აქვს პასუხისმგებლობა მაღალი და არის ენერგიული. ხდება დაუღალავი პარტნიორთან დამოკიდებულებაში. შარმი და კრეატიულობა მატულობს. მაღალია სამსახურებრივი რომანების ალბათობა.
♉ კურო
ურთიერთობა ძალიან კარგია ოქტომბრის ბოლომდე. კარგი დროა ქორწინებისთვის. ასევე ბავშვის ჩასახვისთვის. კურო ძალიან ელეგანტური ხდება და არნახულად მიმზიდველი. ურთიერთობები თეატრალურის სახეს იღებს.
♊ ტყუპები
ფლირტის მოყვარული ნიშანია და არის თამაშის ფორმა. სიყვარულის გაგება უნდა ტვინით. გულთან უნდა ჩაიყვანოთ სიყვარული. ხდებით ძალიან ელეგანტური და მიმზიდველი. აქტიური და კომუნიკაბელური. ხდებით სერიოზული და ფლირტი ნაკლებად მოდის წინა პლანზე. ოჯახის შექმნა არის პრიორიტეტული თქვენთვის ამ ეტაპზე. ახლა შექმნილი ოჯახი იქნება მყარი და სტაბილური. დაეყრდენით ინტუიციას.
♋ კირჩხიბი
ახლა გჭირდებათ არნახული კომუნიკაცია. არაჩვეულებრივი პერიოდია კომუნიკაციისთვის და აქტიურობისთვის. აქ შეიძლება ნაცნობ ადამიანთან გაგიჩნდეთ გრძნობები. შესაძლოა მეგობრებმა გაგაცნონ ადამიანი, რომელთანაც სიყვარული გაიფურჩქნება.
♌ ლომი
განსაკუთრებული პერიოდია ლომებისთვის. ხელს უწყობს პირადი ურთიერთობების სტაბილიზაციას. იმატებს ყოველ დღე შარმი. ეს არის პერიოდი ერთგული სიყვარულისა, რომელიც უწყობს მყარ და სტაბილურ ურთიერთობებს. შესაძლოა, მოგიტანოთ ოქტომბერმა ფინანსები. შეგიძლიათ ამ ფინანსებით ურთიერთობები კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ ურთიერთობები.
♍ ქალწული
ოქტომბრის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ვენერა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. ხდებით ძალიან შარმიანები და მიმზიდველები. სიყვარულში ცოტა ცივი ხართ. სანამ არ დარწმუნდებით ჭეშმარიტებაში, იქამდე კრიტიკული ხართ. რომანტიზმი მატულობს.
♎ სასწორი
მთავარი ფავორიტები ხართ სიყვარულში. ახალი შესულია მზე სასწორში და ნელ-ნელა იღებს გეზს სიყვარულისკენ. ნახავთ როგორი იქნებით. საუკეთესო პერიოდია. თქვენ შეგიძლიათ ეთიკურობა ელეგანტურობა სიყვარული მაქსიმალურად აჩუქოთ ყველა ადამიანს. ყველაფერში ხართ წინა პლანზე. სასწორთან ურთიერთობა საუკეთესოა. ადვილად ექცევით სხვისი ზეგავლენის ქვეშ, თუმცა ოქტომბერში პირიქით ხართ. ყველაზე ეფექტურია პირადი ურთიერთობებისა და ქორწინებისთვის.
♏ მორიელი
თქვენთვის საინტერესო პერიოდია ოქტომბრამდე. ოქტომბრის პირველი ორი კვირა ენერგოტონუსი დაბალია და შეცდომების დაშვების ალბათობა დიდია. ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი, სარკასტული და უხეში. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ქორწინებისთვის.
♐ მშვილდოსანი
თქვენც ფავორიტი ხართ. ხდებით ძალიან ოპტიმისტი, განსაკუთრებით ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან. არნახულად საინტერესო ხდებით. იზიდავთ ადამიანებს. საუკეთესო პერიოდია სიახლეებისთვის. შეგიძლიათ ვიზუალურ მხარეს მიაქციოთ ყურადღება. ხართ ძალიან კრეატიულები. შესაძლოა, პარტნიორი ინტერნეტით გაიცნოთ.
♑ თხის რქა
ეფექტურები ხდებით. საინტერესო პერიოდია. სერიოზული და არა ფლირტის. ქორწინება, ურთიერთობების გამყარებისთვის საუკეთესო პერიოდია. კარგი იქნება ერთობლივად იმოგზაუროთ და მოინახულოთ საინტერესო ადგილებში. ურთიერთობა მიიღებს არნახულ ელფერს.
♒ მერწყული
არნახულ რაღაცას მოახდენთ. ეფექტურები ხდებით. რას იზამს სიყვარული და რა ფორმაში მოვა კაცმა არ იცის. მზად იყავით ყველაფრისთვის. ორიგინალურები ხართ. სიყვარული ჰარმონიულ შეხამებაშია რეფორმებთან. ასევე ტრადიციებთან და მის დაცვასთან. ოქტომბერი იქნება დაუვიწყარი.
♓ თევზები
კარგი იქნება თუ სასიყვარულო ურთიერთობებს გაასაიდუმლოებთ. ეს არის პერიოდი, როცა ენას კბილი უნდა დააჭიროთ. იყავით ჩუმად, მაგრამ ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ ოქტომბრის ბოლოდან სერიოზული ელფერი მიეცემა ყველაფერს და სხვა სტადიაში გადახვალთ. 20 ოქტომბრამდე სხვებთან არ ილაპარაკოთ ურთიერთობებზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილების მიღება...“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი
⭕ „ულამაზესი ღიმილი გაქვს...“ - ნუცა ქავთარაძის ახალმა კადრებმა გამომწერები აღაფრთოვანა
⭕ბას რუტენი თავის ერთ-ერთ საყვარელ მებრძოლად მერაბ დვალიშვილს მიიჩნევს