Digest Logo

ბას რუტენი თავის ერთ-ერთ საყვარელ მებრძოლად მერაბ დვალიშვილს მიიჩნევს

1758794284
ბას რუტენი

UFC-ის ლეგენდარულმა ფიგურამ, ბას რუტენმა, Bloody Elbow-სთან მიცემულ ინტერვიუში თავის საყვარელ მებრძოლებზე ისაუბრა, სადაც საპატიო ადგილს სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილიც იკავებს.

„დვალიშვილი, ხამზატ ჩიმაევი, ალექს პერეირა, ისრაელ ადესანია, კაილა ჰარისონი და ამანდა ნუნეში — ჩემთვის ყველა მათგანი საოცარი სანახავია. მომწონს მებრძოლები, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ნოკაუტით, ასევე საბმიშენით გამარჯვება“, -  აღნიშნა რუტენმა  

რამდენიმე კვირაში, UFC 320-ს T-Mobile Arena-ზე, ლას-ვეგასში ვიხილავთ. ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლა ქვემძიმე დივიზიონის ქამრისთვის გამართული რევანშია, რომელშიც ერთმანეთს მაგომედ ანკალაევი და ალექს პერეირა დაუპირისპირდებიან.

Co-main ივენთზე კი მერაბ დვალიშვილი ამერიკელ სენდჰეგენს შეებრძოლება, სადაც ქართველი „მანქანა“ გამარჯვებათა სერიის გაგრძელებას შეეცდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის ოქტომბერში - ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს

🎥 რას გვეუბნება კანონი, როგორ უნდა მოვიქცეთ დაკარგული ნივთის პოვნისას - იურისტის რჩევები

⭕„ლორენა ბავშვობიდან მუშაობს, ის უსაქმური, დღე-ღამე ხალხის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს... მე ლორენას მხარეს ვარ“- რას წერს გურამ შეროზია

წყარო: lagazzetta.ge