Digest Logo

„არ არის რეკომენდებული უქმად დროის ტარება, ალკოჰოლი და ზედმეტი ჭამა“ - თაკო მელიქიშვილი 6 ნოემბრის ენერგიებზე

1762414349
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 6 ნოემბრის ენერგიებზე საუბრობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„6 ნოემბერი - სწავლების, შრომისა და მატერიალიზაციის დღე.

დღის ენერგია იმართება ციფრით 8 და პლანეტა სატურნით. დღეს შედეგების და მატერიალური წარმატების დღეა — მთავარია შრომისმოყვარეობა და დისციპლინა.

შესანიშნავი დროა გადახდებისთვის, შესყიდვებისა და გაყიდვებისთვის — ფინანსურ საქმეებს წარმატება მოაქვს.

კარგი დღეა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, სწავლებისათვის და პროფესიული უნარების დახვეწისთვის.

არ არის რეკომენდებული უქმად დროის ტარება, ალკოჰოლი და ზედმეტი ჭამა — დაიცავით რეჟიმი და წესრიგი.

მოერიდეთ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე ხელმოწერას.

უარყოფით ენერგიაში ადამიანი შეიძლება გახდეს ჩაკეტილი, უნდობელი და ზედმეტად კონტროლირებადი.

ხუთშაბათი - განსაკუთრებით ხელსაყრელია

• ცნობიერების რიცხვის 3-ის მქონეთათვის (დაბადებული 3, 12, 21, 30-ში) — დღე მათთვის იღბლიანი ფერია ყვითელი.

• ცნობიერების რიცხვის 4-ის მქონეთათვის (დაბადებული 4, 13, 22, 31-ში) — იღბლიანი ფერები არიან მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ქართული სცენის ნამდვილი ვარსკვლავი“ - როგორ ულოცავენ მეგობრები ანრი ჯოხაძეს 45 წლის იუბილეს

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ მამლის წელს დაბადებულებმა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით