Digest Logo

🎥 „არ არის სასურველი ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია“ - 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1752819811
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, თუმცა ამ დღის ენერგია მძიმე და დაძაბულია. არის ალბათობა თქვენამდე მოვიდეს ცრუ ინფორმაცია. ასევე დღეს არ არის სასურველი ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია“, - 18 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

რას მოუტანს ეს დღე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ეზოტერიკოსმა ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის რეკომენდაციები გაგვიზიარა:

ვერძი 

დღეს შესაძლოა, ყურადღების ცენტრში იყო, რაც თქვენგან პასუხისმგებლობას მოითხოვს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გადადგით სწორი ნაბიჯები.

კურო 

გაქვთ სურვილი განმარტოვდეთ, თუმცა ვალდებულებები არ გაძლევთ ამის საშუალებას. სწორად დაგეგმეთ დღე და მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში შეასრულეთ.

ტყუპები

ეს დღე კარგია ინფორმაციის გაცვლისთვის, არ თქვათ ისეთი რამ რასაც თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ. იყავით დაკვირვებულები და ფრთხილები. 

კირჩხიბი

თქვენზეა დამოკიდებული როგორ წარმართავთ დღევანდელ დღეს. შეიძლება, გარკვეულ საიდუმლოსაც ახადოთ ფარდა. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებთან ურთიერთობებს, შესაძლოა ბევრი საინტერესო რამ შეიტყოთ. 

ლომი

ნეიტრალური დღეა, არ არის სასურველი სიჩქარე და ახალი ნაბიჯების გადადგმა. მარტივად შეგიძლიათ დაასრულოთ ძველი საქმეები.

ქალწული

შესაძლოა ქაოსური დღე იყოს, ეცადეთ იყოთ წინდახედულები და იფიქროთ სწორად.

სასწორი

კარგი იქნება სამომავლო გეგმების დასახვა, ამით თავიდან აირიდებთ გარკვეულ შეცდომებს.

მორიელი

სიტუაცია სწრაფად იცვლება, მოგიწევთ მოერგოთ და ადაპტირდეთ იმ ახალ გარემოებასთან, რომელიც დღეს წარმოიქმნება. ეს ცვლილება შესაძლოა, თქვენთვის წარმატების მომტანი იყოს, მთავარია ფეხი აუწყოთ.

მშვილდოსანი 

ეს დღე გაძლევთ საშუალებას იმოქმედოთ, თუმცა აუცილებლად გამოიჩინეთ წინდახედულობა და სიმშვიდე. ეცადეთ არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.

თხის რქა

შესაძლოა, გქონდეთ არეულობა და კონფლიქტები, თუმცა რაც უფრო მშვიდად მიუდგებით ამ ყველაფერს უფრო მარტივად დაინახავთ გამოსავალს.

მერწყული

აკონტროლეთ ინფორმაცია, არ გადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. თავი შეიკავეთ რისგან და რადიკალური ქმედებისგან.

თევზები

ნაყოფიერი დღეა, კარგი იქნება დაფიქრდეთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი რესურსი. 

 

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გონიოში მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კაცი, კლინიკაში გარდაიცვალა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული სატურნი განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს - ⭕„ურთიერთობების სფეროში რადიკალური ცვლილებები ელოდებათ“